ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიეს

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი 83 ხმით დაამტკიცა. პარლამენტმა ასევე დაჩქარებული წესით მიიღო გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იყო შექმნილი.

მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიეს
მდინარაძისთვის შექმნილი პოსტი გაუქმდა, სუს-ის უფროსად კი ბორაშვილი აირჩიესნეტგაზეთი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, 83 ხმით, თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცეს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, საქართველოს მთავრობის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

ასევე, დაჩქარებული წესით მიიღო პარლამენტმა გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების კვლავ ერთ უწყებად გაერთიანების შესახებ, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა გაუქმდა.

კანონპროექტით, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობის კოორდინაციის და ხელშეწყობის ფუნქცია მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ საშემოდგომო სესიის გახსნისას „ოცნებამ“ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი გავიდა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებას და მთავრობის შემადგენლობაში ახალი თანამდებობის — რეგიონების პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებდა. ეს პოსტი მამუკა მდინარაძეს უნდა დაეკავებინა, თუმცა მან პოლიტიკა დატოვა. გაუქმდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტიც, რომელიც ასევე მდინარაძისთვის, სუს-ის უფროსის თანამდებობის დატოვების შემდეგ შეიქმნა.

ამ თემაზე:

თანამდებობა, რომელიც მდინარაძისთვის იყო განკუთვნილი, აღარ შეიქმნება

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სუს-ის ახალი უფროსი დაამტკიცესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები