ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რობერტ ფიცო: ევროპარლამენტში ტრამპის შიშველი ქანდაკების გამოფენა ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპარლამენტს მოუწოდა, აეღო დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკება, რომელიც სტრასბურგში დანიელმა მხატვარმა იენს გალშიოტმა წარადგინა.

რობერტ ფიცო: ევროპარლამენტში ტრამპის შიშველი ქანდაკების გამოფენა ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია
რობერტ ფიცო: ევროპარლამენტში ტრამპის შიშველი ქანდაკების გამოფენა ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანიარუსთავი 2

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპარლამენტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკების აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს ინსტალაცია "მთელი ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია".

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფიცო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ტრამპის ყველა პოლიტიკას არ ეთანხმება, "ოფიციალურ შენობებში ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფა აჩვენებს იმ ეპოქის ღრმა გაუგებრობას, რომელშიც ვცხოვრობთ".

"სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, თავის სიბრმავეში, ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრის ქონის ლეგიტიმურ უფლებასა და სულიერად გაკოტრებული ინდივიდების, ავანტიურისტებისა და გიჟების ქმედებებს", - წერს ფიცო და დასძენს - დაუშვებდა თუ არა პარლამენტი საფრანგეთის პრეზიდენტის ან გერმანიის კანცლერის მსგავს გამოსახულებებს.

ქანდაკება, სახელწოდებით "ნარინჯისფერი ჭირი" (The Orange Plague), სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში დანიელმა მხატვარმა იენს გალშიოტმა სამშაბათს წარადგინა. 2.6 მეტრის სიმაღლის ნამუშევარი ასახავს ოქროს ფოლგით დაფარულ, შიშველ ტრამპს, რომელიც მომცრო ტანის ადამიანის მხრებზე ზის და ხელში გოლფის ჯოხი და მართლმსაჯულების სასწორი უჭირავს. ნამუშევარს ახლავს წარწერა: "მე ადამიანის ზურგზე ვზივარ. ის ჩემი ტვირთის ქვეშ იძირება".

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მთელი ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია“
რობერტ ფიცო
„ოფიციალურ შენობებში ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფა აჩვენებს იმ ეპოქის ღრმა გაუგებრობას, რომელშიც ვცხოვრობთ“
„სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, თავის სიბრმავეში, ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრის ქონის ლეგიტიმურ უფლებასა და სულიერად გაკოტრებული ინდივიდების, ავანტიურისტებისა და გიჟების ქმედებებს“
„მე ადამიანის ზურგზე ვზივარ. ის ჩემი ტვირთის ქვეშ იძირება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Deutsche Welle: სტრასბურგში დონალდ ტრამპის შიშველი ქანდაკება გამოფინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები