ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად

ქედაში, მდინარეების აკავრეთასა და აჭარისწყლის კალაპოტებში, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის ჯამში 5 მილიონამდე ლარი გამოიყო. ადგილობრივი და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარეობს და იგეგმება კედლების მოწყობა, რადგან წინა დამცავი ნაგებობა მდინარემ დაანგრია.

5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობად
5 მილიონი ლარი ქედაში ნაპირსამაგრი კედლების მოსაწყობადბათუმელები

ქედაში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 5 მილიონამდე ლარის გამოყოფილი. აქედან 949 ათასი ლარი ქედის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, ხოლო 4 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ქედის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია და სამუშაოებიც მიმდინარეობს მდინარე აკავრეთას კალაპოტში, ქედის ცენტრალური პარკის მიმდებარედ.

ნაპირსამაგრი სამუშაოები ქედის ცენტრალურ პარკთან, მდინარე აკავრეთას კალაპოტში. / 14.09.2026

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კი, აჭარისწყლის კალაპოტში, სოფელ ზენდიდთან ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ტენდერი ახლახან გამოაცხადა.

ეს ადგილები ერთმანეთისგან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.

1. ადგილი დაბა ქედაში [ცენტრალურ პარკთან] სადაც ნაპირსამაგრი კედელი შენდება. 2. ადგილი სოფელ ზენდიდთან, სადაც ნაპირსამაგრი კედლის აშენებაზე ტენდერია გამოცხადებული.

ქედის მუნიციპალიტეტს დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე ხელშეკრულება შპს „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ აქვს გაფორმებული 949 899 ლარზე.

ხელშეკრულების მიხედვით სამუშაოები უნდა დასრულდეს 2026 წლის 3 დეკემბრამდე.

საჯარო რეესტრის მიხედვით, „ხელვაჩაურის საგზაოს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრეა შპს „გზამშენი“, „გზამშენის“ მესაკუთრე კი ერთპიროვნულად რამაზ შარაშიძეა.

ქედაში, სოფელ ზენდიდთან, მდინარე აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე ტენდერი საავტომობილო გზების დეპარტამენტს 4 016 403 ლარით აქვს გამოცხადებული. ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 8 ოქტომბერს დაიწყება და 13 ოქტომბერს დასრულდება.

პირობის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა „სამუშაოების დასრულება უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 5 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

პროექტის მიხედვით „ნაპირსამაგრი კედლის საჭიროება გამოწვეულია მდინარე აჭარისწყლის ეროზიულ ზემოქმედებით… საპროექტო რკინაბეტონის კედლის სიგრძეა 335 მეტრი, სიმაღლე 7,75 მეტრი“.

აღნიშნულ არეალში [აკავრეთასა და აჭარისწყლის შესართავთან] სადაც მდინარეები ნაპირს რეცხავს, ინერტული მასალის მოპოვებაც ხდება.

მიმდინარე წელს, ქედის სოფელ არსენაულთან ჭარისწყლის კალაპოტიდან 13 567 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღების უფლება „ანაგს“ მისცეს, ხოლო მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან 19 500 კუბური მეტრი ინერტული მასალის ამოღების უფლება – შპს „გზას“.

აღსანიშნავია, რომ ქედის ცენტრალურ პარკთან დამცავი ნაგებობის მშენებლობა ხელახლა მიმდინარეობს, ვინაიდან ადრე არსებული ნაგებობა მისი აშენებიდან მალევე დაანგრია მდინარე აკავრეთამ.

ამ თემაზე:

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
გზების დეპარტამენტმა მდინარე სუფსისა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრ სამუშაოებზე 2 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები