ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს - დავით მათიკაშვილი თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასა და დანაშაულის აღიარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს.

ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს - დავით მათიკაშვილი თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე
ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს - დავით მათიკაშვილი თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზერუსთავი 2

"ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, დანაშაულის არ აღიარების შემთხვევაში პირს ჰუმანურ მიდგომაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

"კარგია, როცა დანაშაულის აღიარება წინ უსწრებს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირისადმი ჰუმანურ მიდგომას. როდესაც არ აღიარებ დანაშაულს, სამართლებრივ ჭრილში, ჰუმანურ მიდგომაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ამ შემთხვევაში, ეს არის სამართლებრივი დავა და ამ სამართლებრივი დავის ჭრილში ვხედავთ აღიარებას, ასევე, ვფიქრობთ სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი "TV იმედის" თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს.

ამ დრომდე კი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. დღეს კი მისი ადვოკატი ამბობს, რომ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს“
„კარგია, როცა დანაშაულის აღიარება წინ უსწრებს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირისადმი ჰუმანურ მიდგომას. როდესაც არ აღიარებ დანაშაულს, სამართლებრივ ჭრილში, ჰუმანურ მიდგომაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ამ შემთხვევაში, ეს არის სამართლებრივი დავა და ამ სამართლებრივი დავის ჭრილში ვხედავთ აღიარებას, ასევე, ვფიქრობთ სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურა: თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს - მან პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები