ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დევიდ მაკალისტერი - ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა

ქართული ოცნება

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებით საქართველოში ავტორიტარიზმისკენ გადაიდგა ნაბიჯი. მან ასევე ისაუბრა ფონდების ოფისების დახურვასა და ევროპულ ინტეგრაციაზე.

დევიდ მაკალისტერი - ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა
დევიდ მაკალისტერი - ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა ავტორიტარიზმისკენ კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგაინტერპრესნიუსი

ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა ავტორიტარიზმისკენ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციური პარტიები აკრძალვის მცდელობების თაობაზე გამართულ დებატებზე განაცხადა.

“კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით. ევროკომისიამ ასე წარადგინა საქართველო 2025 წელს გაფართოების ანგარიშის წარდგენისას. სამწუხაროდ, თითქმის ერთი წლის შემდეგ თბილისის რეჟიმი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს შეფასება სწორი იყო. ყველა დიდი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობებით რეჟიმმა კიდევ ერთი უხეში ნაბიჯი გადადგა ავტორიტარიზმისკენ.

ჰელმუტ ბრანდშტეტერმა უკვე ახსენა, 30 სექტემბერს “კონრად ადენაუერის ფონდი” და “ფრინდრიხ ნაუმანის ფონდი” იძულებულნი გახდნენ დაეხურათ თავისი ოფისები [თბილისში] უცხოურ გრანტებზე ახალი რეგულაციების გამო. ეს ამყარებს შორსმიმავალ სახელმწიფო კონტროლს საერთაშორისო დაფინანსებაზე და, ზოგიერთ შემთხვევაში, სისხლით სამართლით დასჯასაც ხდის შესაძლებელს.

ორივე ფონდს დეკადაზე მეტია წვლილი შეჰქონდათ პოლიტიკურ განათლებაში, დემოკრატიულ პლურალიზმსა და ევროპულ ინტეგრაციაში. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გვერდში დავუდგეთ ქართველ ხალხს, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც ერთიანდება ევროპული ინტეგრაციის მიზნის გარშემო”, - განაცხადა მაკალისტერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკალისტერი: ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვიდგეთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები