თორნიკე მიგინეიშვილი: იქნებ ადამიანმა მეტი ვერ განმარტა? იქნებ ვერ შეძლო სრული სურათის ჩამოყალიბება? იქნებ სწორედ შენგან ელის სრულფასოვან და ობიექტურ შესწავლას?
სახალხო დამცველის ინტერვიუ „ტვ პირველის“ ეთერში ძალიან დაბალი დონის სამართლებრივი შეფასებაა. თუ საკითხი სრულად ვერ შეისწავლე, არ უნდა თქვა, რომ რაღაც არ დასტურდება. უნდა თქვა, რომ ვერ დაინახე, ვერ დაადგინე, ვერ შეისწავლე. არ უნდა ამბობდე - მხოლოდ ის შევისწავლეთ, რაზეც მოგვმართესო.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი:
სახალხო დამცველის ინტერვიუ „ტვ პირველის“ ეთერში ძალიან დაბალი დონის სამართლებრივი შეფასებაა.
თუ საკითხი სრულად ვერ შეისწავლე, არ უნდა თქვა, რომ რაღაც არ დასტურდება. უნდა თქვა, რომ ვერ დაინახე, ვერ დაადგინე, ვერ შეისწავლე.
არ უნდა ამბობდე - მხოლოდ ის შევისწავლეთ, რაზეც მოგვმართესო.
იქნებ ადამიანმა მეტი ვერ განმარტა? იქნებ ვერ შეძლო სრული სურათის ჩამოყალიბება? იქნებ სწორედ შენგან ელის სრულფასოვან და ობიექტურ შესწავლას?
რატომ ვერ დაინახე? რა იყო ამის მიზეზი - კამერების ოთახში არასწორად განთავსება, არასაკმარისი კამერები, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების უკანონო და ქაოსური მოქმედებები თუ სხვა რამ?
მწვავედ და ცალსახად უნდა თქვა, რაზე მიგითითებს ცხრა ადამიანის მსგავსი ქმედება ერთი ადამიანის წინააღმდეგ - შენ, სახალხო დამცველს.
ღიად უნდა თქვა, რომ არ შეგისწავლია პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი დებულება, რომელიც ადგენს, სად და რა პირობებში უნდა შემოწმდეს პატიმარი.
მკაფიოდ უნდა თქვა, რატომ გრძელდება დღემდე ფორმალურად გამოძიება გენერალურ პროკურატურაში და შენ, როგორც სახალხო დამცველს, რა ჩართულობა გქონდა ამ გამოძიებაში ბოლო 10 თვის განმავლობაში, როცა შედეგი ვერ დაიდო და საქმე არც შეწყდა.
თუმცა, რაზე ვსაუბრობთ…
სახალხო დამცველის აპარატზე, რომელთან დარეკვაც დღემდე ფასიანია.
თუ მოქალაქეს ანგარიშზე თანხა არ აქვს, დახმარებისთვისაც ვერ მოგმართავს.
და ეს არც კი გადარდებს.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…