ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთი კიევი-ნიკოლაევის სამგზავრო მატარებელს დაესხა თავს

რუსულმა ძალებმა კიევი-ნიკოლაევის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს შეუტიეს, მოხდა მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია და წინასწარი ცნობებით მსხვერპლი არ არის. ასევე დილით სუმის რეგიონში კიევი-სუმის მატარებელიც დაიბომბა. უკრაინული მედიის ცნობით, სექტემბერში ეს უკრაინის რკინიგზაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების სერიის ნაწილია.

რუსეთი კიევი-ნიკოლაევის სამგზავრო მატარებელს დაესხა თავს
რუსეთი კიევი-ნიკოლაევის სამგზავრო მატარებელს დაესხა თავსბათუმელები

დღეს, 16 სექტემბერს, რუსული ძალები კიევი-ნიკოლაევის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს დაესხნენ თავს.

მოხდა მატარებლის მგზავრებისა და ეკიპაჟის ევაკუაცია. წინასწარი ცნობებით, მსხვერპლი არ არის.

ასევე, დღეს დილით, რუსეთმა სუმის რეგიონში კიევი-სუმის მატარებელს შეუტია, რის შედეგადაც 90 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

უკრაინული მედიის ცნობით, 2026 წლის სექტემბერში ეს უკრაინის რკინიგზაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

„13 სექტემბერს, რუსულმა ძალებმა ვოლინში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი დაბომბეს; 12 სექტემბერს, რუსულმა დრონებმა ვოლინში, ლუცკსა და კიევის ოლქში, ფასტივში, რკინიგზის ობიექტებს შეუტიეს; 9 სექტემბერს, რუსებმა ხარკოვის ოლქში, რკინიგზის სადგური და ხარკოვი-იზიუმში მიმავალ მატარებელი „შაჰედის“ რაკეტით დაბომბეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა; 8 სექტემბერს, რუსებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში რამდენჯერმე შეუტიეს მატარებლებს – კერძოდ, სუმის ოლქში რუსული დრონის მიერ სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა“ – წერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინაზე რუსული დრონებით შეტევა იყო, მათ შორის მატარებელსა და ავტობუსზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები