ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ქანიე უესთის" კონცერტამდე, "სთარინგ ჯორჯიამ" ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შპს "სთარინგ ჯორჯიასთვის" 42.6 მილიონი ლარის სუბსიდიაა გამოყოფილი, რომლის მფლობელობაშიცაა "ბლექ სი არენა" და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი. 2026 წლის 12 ივნისს კომპანიამ თბილისში ქანიე უესთის კონცერტი გამართა, თუმცა კონტრაქტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს და ხარჯები უცნობია.

"ქანიე უესთის" კონცერტამდე, "სთარინგ ჯორჯიამ" ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღო
"ქანიე უესთის" კონცერტამდე, "სთარინგ ჯორჯიამ" ბიუჯეტიდან 42 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღოBM.GE

ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 2027 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი, საიდანაც ირკვევა რომ 2025 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტმა 42.6 მილიონი ლარის სუბსიდია გამოუყო შპს "სთარინგ ჯორჯიას", რომელიც "ბლექ სი არენას" და თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მფლობელია.

ეს 2022 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ აღნიშნულ კომპანიას სუბსიდია გამოუყო, ბოლოს 2022 წელს "ბლექ სი არენას" 73 მილიონი ლარის სუბსიდია ჩაურიცხა, რითაც კომპანიამ "სთარინგ ჯორჯიას" კამპანია დაიწყო, 2025 წელს კი დამატებით 42.6 მილიონი ლარი ჩაერიცხა "სთარინგ ჯორჯიას", თუმცა ამავე წელს ძვირად ღირებული კონცერტი არ გამართულა, ხოლო 2026 წლის 12 ივნისს, კომპანიამ თბილისში YE-ს, ანუ ქანიე უესთის კონცერტი გამართა. არტისტთან გაფორმებული კონტრაქტი კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, შესაბამისად უცნობია თუ რა დაუჯდა აღნიშნული კონცერტის ორგანიზება სახელმწიფო კომპანიას.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები