ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე - მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს

ლელოიუსტიციის სამინისტრო

“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი ლანა გალდავა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან გამართულ აქციაზე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმის მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს. პატიმარმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა, ხოლო პენიტენციურმა სამსახურმა ეს ბრალდება დეზინფორმაციად შეაფასა.

ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე - მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს
ლანა გალდავა პატიმარ გიორგი დავითაძის განცხადებაზე - მოვითხოვთ სამართალს, ობიექტურობის დაცვასა და მიუკერძოებელ გამოძიებას - იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ კითხვებს პასუხები უნდა გასცესინტერპრესნიუსი

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო-ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან განაცხადა, სადაც მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, არსებულ შეკითხვებზე პასუხები იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ უნდა გასცეს.

“ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. როდესაც საუბარია პატიმრის პირად შემოწმებაზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილია ყველა საფუძველი, დეტალურად როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი შემოწმება მოხდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

ამიტომ, პროკურატურისგან მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში გაკეთდეს განმარტება - რატომ მოხდა დეესკალაციის ოთახში კონკრეტული პატიმრების ჩაყვანა, შედგა თუ არა ოქმი, როგორ შედგა ის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, არის თუ არა უწყვეტი კადრები და აქვს თუ არა ადგილი მონტაჟს. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები გვაქვს.

მით უმეტეს, როდესაც გამოვიდა მინისტრი, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა საკითხში და პასუხი არ გასცა მნიშვნელოვან შეკითხვებს. პირიქით, მან ისიც თქვა, რომ არ იცოდა საფუძველი, რატომ ჩაიყვანეს კონკრეტული პირი დეესკალაციის ოთახში. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა.

მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას. ახლა პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ინფორმაციისთვის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები აქციას მართავენ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ განცხადება გააკეთა და ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, აღნიშნული დეესკალაციის ოთახში განხორციელდა, მასში რამდენიმე პირი მონაწილეობდა და მისი მტკიცებით, „ყველაფერი კამერებში ჩანს“. საკითხს გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურიც და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა. პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, დავითაძის მიმართ „არათუ სექსუალური, არამედ არანაირი სახის ძალადობას არ ჰქონია ადგილი“.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვითხოვთ სამართალს, სამართლიანობასა და გამჭვირვალობას. როდესაც საუბარია პატიმრის პირად შემოწმებაზე, რა თქმა უნდა, კანონმდებლობით გაწერილია ყველა საფუძველი, დეტალურად როდის და რა ფორმით უნდა განხორციელდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ასეთი შემოწმება მოხდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით. ამიტომ, პროკურატურისგან მოვითხოვთ, გამოძიების ფარგლებში გაკეთდეს განმარტება - რატომ მოხდა დეესკალაციის ოთახში კონკრეტული პატიმრების ჩაყვანა, შედგა თუ არა ოქმი, როგორ შედგა ის, შემდეგ როგორ მოხდა ამ ყველაფრის გასაჯაროება, არის თუ არა უწყვეტი კადრები და აქვს თუ არა ადგილი მონტაჟს. ჩვენ სწორედ ეს შეკითხვები გვაქვს. მით უმეტეს, როდესაც გამოვიდა მინისტრი, უფრო მეტი ბუნდოვანება შემოიტანა საკითხში და პასუხი არ გასცა მნიშვნელოვან შეკითხვებს. პირიქით, მან ისიც თქვა, რომ არ იცოდა საფუძველი, რატომ ჩაიყვანეს კონკრეტული პირი დეესკალაციის ოთახში. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გაგვიჩინა. მოვითხოვთ სამართალს, სამართლიანობას, ობიექტურობის დაცვასა და რა თქმა უნდა, მიუკერძოებელ და სამართლიან გამოძიებას. ახლა პასუხები უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ და პენიტენციურმა სისტემამ“
ლანა გალდავა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარტიები დავითაძის საქმის ფიგურანტებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები