გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ცესკოს საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დასრულდა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მონაწილეებს საარჩევნო საკითხები, ელექტრონული ტექნოლოგიები და დეზინფორმაციის გამოწვევები გააცნო.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრების ციკლი დაასრულა. ბანაკის მონაწილეებთან ბოლო საინფორმაციო შეხვედრა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გამართა.
შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 108 მონაწილე დაესწრო. მათ შორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.
ნათია იოსელიანმა მონაწილეებს არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. საუბარი შეეხო ამომრჩევლის როლსა და უფლებებს, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებსა და დეზინფორმაციას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საარჩევნო პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში ცესკოს პრესსპიკერმა მონაწილეებს ასევე გააცნო საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალი „არჩევნები 360 გრადუსით“, რომელშიც სიღრმისეულადაა განხილული აქტუალური საარჩევნო საკითხები.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს და მათზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამართული საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, საარჩევნო საკითხებზე ინფორმაცია ჯამში 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა მნიშვნელოვანია, რადგან ის ხელს უწყობს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის გაზრდას, საარჩევნო საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას საარჩევნო პროცესში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…