რუსეთის ჯარებმა ხიდს დაარტყეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეშიც
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიახაილო სემიკინის ინფორმაციით, რუსეთის ჯარების მიერ მდინარე დნეპრზე არსებულ ხიდზე განხორციელებული შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით შეწყდა და ხუთი ადამიანი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიახაილო სემიკინის ინფორმაციით, მდინარე დნეპრზე არსებულ ხიდზე შეტევის შედეგად მოძრაობა დროებით შეწყდა. მან სოციალური ქსელებით გაავრცელა დაზიანებული ხიდის ფოტოც.
სემიკინის ცნობითვე, დაშავდა ხუთი ადამიანი.
ორი მათგანი „წითელი ჯვრის“ თანამშრომელია. დარტყმის მომენტში ისინი სამსახურში მიდიოდნენ.
ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა რამდენჯერმე დაარტყეს მდინარე დნეპრზე არსებულ სამხრეთის და ჩრდილოეთის ხიდებს უკრაინის დედაქალაქ კიევშიც. ორივე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. სამხრეთის ხიდზე საავტომობილო გზასთან ერთად მეტროს ხაზიც გადის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კიევის ხიდებს დაარტყეს, რადგან მათ სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის იყენებენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…