ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 სექტემბრამდე რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგმა ცოცხალი ძალის ნაწილში დაახლოებით 1 511 530 ადამიანი შეადგინა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემებით, 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში განადგურებულია უკრაინის სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა. ორივე მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერი
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 16 სექტემბერიბათუმელები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 511 530 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 530. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]

ტანკი – 12 345 ერთეული [+0]

ჯავშანტექნიკა – 25 339 ერთეული [+5]

საარტილერიო სისტემა – 49 820 ერთეული [+27]

MLRS – 2 132 ერთეული [+1]

საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 642 ერთეული [+4]

თვითმფრინავი – 442 ერთეული [+0]

ვერტმფრენი – 356 ერთეული [+0]

უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 519 069 ერთეული [+789]

სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 630 ერთეული [+4]

გემი/ნავი – 35 ერთეული [+0]

წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]

მანქანები და საწვავის ავზები – 149 557 ერთეული [+374]

სპეცტექნიკა – 4 692 ერთეული [+2]

ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 111 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

670 თვითმფრინავი

283 ვერტმფრენი

117 299 უპილოტო საფრენი აპარატი

651 საზენიტო სარაკეტო სისტემა

27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა

1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები

33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი

55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

—

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ანკორიჯის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლაში ლავროვი ევროკავშირს ადანაშაულებს

უკრაინის კონტრშეტევა დონეცკში – გენერალი ბილეცკი ამბობს, რომ „კარგი ამბები იქნება“

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ ლოზოვაიაზეწაიკითხე

უახლესი ამბები