ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ახალგაზრდები კოლხეთის ეროვნულ პარკში - „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის მხარდაჭერით ეკო-ბანაკი გაიმართა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერითა და ორგანიზაცია „დიოსკურიას“ ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალგაზრდებისთვის სამდღიანი ეკო-ბანაკი გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და პარკის ეკოსისტემების გაცნობა იყო.

ახალგაზრდები კოლხეთის ეროვნულ პარკში - „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის მხარდაჭერით ეკო-ბანაკი გაიმართა
ახალგაზრდები კოლხეთის ეროვნულ პარკში - „ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის მხარდაჭერით ეკო-ბანაკი გაიმართაინტერპრესნიუსი

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,დიოსკურიას“ ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნულ პარკში ახალგაზრდებისთვის სამდღიანი ეკო-ბანაკი გაიმართა.

„ეიპიემ ტერმინალის“ განმარტებით, ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაღრმავება და მათთვის ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნა იყო.

მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება და მრავალფეროვანი ეკოსისტემები უკეთ გაიცნეს. ისინი გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვების მეთოდებს და მონაწილეობა მიიღეს ფრინველთა მიგრაციის მონიტორინგში. ასევე, შეხვდნენ გარემოს დაცვისა და ბუნების ექსპერტებს და მიიღეს ინფორმაცია პარკის ეკოსისტემების მნიშვნელობისა და მათი დაცვის აუცილებლობის შესახებ.

„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ ბანაკში იყო ჩემი თავის აღმოჩენა. აღმოვაჩინე, თუ რამდენად მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა, აქტივობებში ჩართვა და ბანაკები. ყველაზე ბედნიერი ამ ბანაკში ვიყავი. საუკეთესო გამოცდილება იყო კარვების დადგმა და მთელი დღის ბუნებაში გატარება ბავშვებთან ერთად,“ - ამბობს ბანაკის მონაწილე გიორგი მიხაილოვი.

როგორც “ეიპიემ ტერმინალში“ აცხადებენ, ბანაკის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კოლხეთის ეროვნული პარკის საერთაშორისო მნიშვნელობის გაცნობაც. ბანაკის მონაწილის, სოსანა ფარულავას თქმით, მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო იმის გაგება, თუ რატომ არის კოლხეთის ეროვნული პარკი UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.

„მთავარი იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში გამორჩეული ბუნება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ, რათა მომავალმა თაობებმაც შეძლონ მისი ნახვა და დაფასება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი მრავალი ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი ადგილია და მისი დაცვა აუცილებელია მათი არსებობისთვის,“ - ამბობს სოსანა ფარულავა.

ბანაკმა მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუტოვა ანასტასია ხაჩიძესაც. მისი თქმით, სამი დღე ახალი აღმოჩენებითა და საინტერესო შეხვედრებით იყო დატვირთული.

„მთლიანად ეს ბანაკი აღმოჩენებით და სიახლეებით დატვირთული იყო. თუმცა ყველაზე დიდ აღმოჩენად მივიჩნევ ბავშვებს, რომლებიც გავიცანი, ასევე იმ ინფორმაციას, რომელსაც ლექციების სახით ვიღებდით. პირველ რიგში ვისწავლე კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა პალიასტომზე გასეირნების მომენტი, რადგან უნიკალურ ბუნებასა და ფრინველებს შევხვდი,“ - ამბობს ანასტასია ხაჩიძე.

როგორც „ეიპიემ ტერმინალ ფოთში“ აცხადებენ, ახალგაზრდების განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების მხარდაჭერა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერით კომპანია ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას და იმ ცოდნისა და ღირებულებების გაძლიერებას, რომლებიც გარემოს პასუხისმგებლიან დაცვას მომავალშიც შეუწყობს ხელს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ ბანაკში იყო ჩემი თავის აღმოჩენა. აღმოვაჩინე, თუ რამდენად მიყვარს ახალი მეგობრების შეძენა, აქტივობებში ჩართვა და ბანაკები. ყველაზე ბედნიერი ამ ბანაკში ვიყავი. საუკეთესო გამოცდილება იყო კარვების დადგმა და მთელი დღის ბუნებაში გატარება ბავშვებთან ერთად,“
გიორგი მიხაილოვი
„მთავარი იყო ის, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში გამორჩეული ბუნება, რომელსაც უნდა მოვუფრთხილდეთ, რათა მომავალმა თაობებმაც შეძლონ მისი ნახვა და დაფასება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი მრავალი ცოცხალი ორგანიზმის საცხოვრებელი ადგილია და მისი დაცვა აუცილებელია მათი არსებობისთვის,“
სოსანა ფარულავა
„მთლიანად ეს ბანაკი აღმოჩენებით და სიახლეებით დატვირთული იყო. თუმცა ყველაზე დიდ აღმოჩენად მივიჩნევ ბავშვებს, რომლებიც გავიცანი, ასევე იმ ინფორმაციას, რომელსაც ლექციების სახით ვიღებდით. პირველ რიგში ვისწავლე კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა პალიასტომზე გასეირნების მომენტი, რადგან უნიკალურ ბუნებასა და ფრინველებს შევხვდი,“
ანასტასია ხაჩიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,, პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!”წაიკითხე

უახლესი ამბები