ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრ რადოვან ფუქსთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

"გივი მიქანაძემ ხორვატ კოლეგას საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გააცნო და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ და ხელი შეუწყონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.

შეხვედრა სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში, PISA 2025-ის შედეგების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გივი მიქანაძემ სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები