ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კულტურის სახლი, რომელმაც სოფელ მარნის კულტურული აღმავლობის წლებიც გამოიარა და პერიოდიც, როცა მხოლოდ დაზიანებული კედლები იყო დარჩენილი - შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავს

სოფელ მარანში მდებარე, მე-19 საუკუნის ბოლოს იტალიელი და ქართველი მეწარმეების მიერ აშენებული კულტურის სახლი 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად ნანგრევებად იქცა. 2021 წელს შენობის რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის დროსაც ძველი იერსახე და კედლის ნახატები შეინარჩუნეს. დღეს კულტურის სახლს ძველი ფუნქცია დაუბრუნდა და იქ სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

კულტურის სახლი, რომელმაც სოფელ მარნის კულტურული აღმავლობის წლებიც გამოიარა და პერიოდიც, როცა მხოლოდ დაზიანებული კედლები იყო დარჩენილი - შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავს
კულტურის სახლი, რომელმაც სოფელ მარნის კულტურული აღმავლობის წლებიც გამოიარა და პერიოდიც, როცა მხოლოდ დაზიანებული კედლები იყო დარჩენილი - შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიას ინახავსრუსთავი 2

მე-19 საუკუნის ბოლოს სოფელ მარანში ქართველმა და იტალიელმა მეწარმეებმა ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა ააშენეს. მდინარე ცხენისწყლის დახმარებით მასალას სამეგრელომდე აცურებდნენ და შემდეგ უკვე იქ ამუშავებდნენ. გადამუშავების შემდეგ პროდუქცია მეფის რუსეთში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იგზავნებოდა.

ქარხნის პარალელურად იტალიელებმა მარანში იმ დროისთვის საკმაოდ დიდი შენობაც ააშენეს. ეს იყო მარნის კულტურის სახლი.

ჩამოშლილი კედლები, დანგრეული და გაძარცვული დარბაზი, სცენა, რომელზე ასვლაც უკვე საშიში იყო - ასეთი იყო სოფელ მარანის კულტურის სახლი რამდენიმე წლის წინ. 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებამ ეს ლამაზი შენობა ფაქტობრივად ნანგრევებად აქცია.

შენობასთან ერთად ნადგურდებოდა მისი ეზოც, სადაც უნიკალური და იშვიათი მცენარეები იყო დარგული. ხის ნერგები მარანში ევროპიდან ჩამოიტანეს.

საბოლოოდ შენობა დანგრევას გადარჩა. 2021 წელს მის რეაბილიტაცია გადაწყდა.

რეაბილიტაციის დროს მთავარი ამოცანა იყო, რომ შენობას ძველი იერსახე არ დაეკარგა. რა თქმა უნდა, რესტავრაცია ჩაუტარდა კედლის ნახატებსაც.

ადგილობრივი თეატრალური დასი არ ჰყავთ, თუმცა თვე ისე არ ჩაივლის, რომ აქ ერთი ღონისძიება მაინც არ გაიმართოს.

სპექტაკლებს შორის კი დარბაზში რეპეტიციებს მომღერლები გადიან. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სივრცეში საკუთარ ადგილს ახალგაზრდა თაობაც ხედავს.

შენობის კედლები ერთდროულად რამდენიმე ისტორიას ინახავს. იტალიელების ისტორიას, რომლებმაც მისი შექმნა დაიწყეს. მძიმე წლების ისტორიას, როდესაც თითქმის ყველაფერი დაიკარგა და დღევანდელს, როდესაც სახლს იგივე ფუნქცია დაუბრუნდა, რისთვისაც აშენდა.

ავტორი: გიორგი ქორქია

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საერთაშორისო დელეგაცია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას ეწვიაწაიკითხე

უახლესი ამბები