ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

ირანის ნავთობის მინისტრი მოჰსენ ფაქნეჟადი თანამდებობიდან გადადგა. მის მოვალეობას ირანის ეროვნული ნავთობის კომპანიის გენერალური დირექტორი ჰამიდ ბოვარდი შეასრულებს. გადადგომის ოფიციალური მიზეზი არ სახელდება.

ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგატაბულა

ირანის ნავთობის მინისტრი, მოჰსენ ფაქნეჟადი თანამდებობიდან გადადგა. მისი მოვალეობის შემსრულებელი ირანის ეროვნული ნავთობის კომპანიის (NIOC) გენერალური დირექტორი, ჰამიდ ბოვარდი იქნება.

ფაქნეჟადის გადადგომის მიზეზი ოფიციალურად არ დასახელებულა.

ამის შესახებ ინფორმაცია ირანის პრეზიდენტის ოფისის კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დირექტორის მოადგილემ, სეიედ მეჰდი ტაბატაბაიმ X-ზე გაავრცელა. ცნობას ირანის სახელმწიფო მედია, IRNA-ც ავრცელებს.

"პრეზიდენტ ფეზეშქიანის განკარგულების შესაბამისად, მოჰსენ ფაქნეჟადის გადადგომის დამტკიცებასთან ერთად, ნავთობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ჰამიდ ბოვარდი დაინიშნა". - წერია ტაბატაბაის პოსტში.

ფაქნეჟადი თანამდებობას აშშ-ირანის ომისა და ირანის ეკონომიკაზე ზეწოლის ფონზე ტოვებს. ის ქვეყნის ნავთობის მინისტრის თანამდებობას 2024 წლის აგვისტოდან იკავებდა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პრეზიდენტ ფეზეშქიანის განკარგულების შესაბამისად, მოჰსენ ფაქნეჟადის გადადგომის დამტკიცებასთან ერთად, ნავთობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ჰამიდ ბოვარდი დაინიშნა“
სეიედ მეჰდი ტაბატაბაი
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ოფიციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნაწაიკითხე

უახლესი ამბები