ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ტრამპის მარშრუტი“ (TRIPP) საქართველოს გავლით მოქმედი ტრადიციული სატრანზიტო გზის კონკურენტი არ იქნება. მისი თქმით, შუა დერეფანში ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს და ახალი მარშრუტი არსებულს შეავსებს.

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძე
TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ - ირაკლი კობახიძეBM.GE

TRIPP-ის მარშრუტს ჩვენ კონკურენტად არ განვიხილავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ძალიან გაზრდილია ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა შვიდჯერ არის გაზრდილი, რასაც სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს.

„რაც შეეხება TRIPP-ის მარშრუტს, რაც არის ალტერნატიული მარშრუტი, ჩვენ კონკურენტად ამას არ განვიხილავთ. მათ შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო - არის ძალიან გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში იმდენად, რომ დივერსიფიკაციის ობიექტური საჭიროება არსებობს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ TRIPP-ის მარშრუტს ან რაიმე სხვა მარშრუტს შეუძლია რაიმე არსებითი პრობლემა შეუქმნას ტრადიციულ მარშრუტებს, რომელიც გადის საქართველოზე. მათ შორის ეს ეხება ანაკლიას. ანაკლიის მიმართ დაინტერესება არის ძალიან დიდი და ეს დაინტერესებაც მეტყველებს თავისთავად იმაზე, რომ კონკურენტი ანაკლიის მარშრუტს და საქართველოს მარშრუტს არ ჰყავს.

ზოგადად, 2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთბრუნვა, რასაც სჭირდება ახალ-ახალი ინფრასტრუქტურა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის ანაკლიის პორტის განვითარება, ეს არის, ფოთის პორტის პოტენციური გაფართოება, ეს არის საავიაციო ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო მგზავრების გადაყვანის კუთხით, არამედ ტვირთების გადაზიდვის კუთხითაც. ავტობანები, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები - ჩვენი გეგმის მიხედვით, 2031 წელს უკვე ყველა ავტობანი, ყველა ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა იყოს აშენებული. 2030-შიც შეიძლება ყველას აშენება, ერთი მონაკვეთი შეიძლება დარჩეს 2031 წლისთვის. ასევე რკინიგზის შემდგომ მოდერნიზაციაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რის საფუძველზეც გაიზრდება როგორც მატარებლების მოძრაობის ტემპი, ასევე ზოგადად ტვირთბრუნვა გაიზრდება რკინიგზის მეშვეობით“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძე ამტკიცებს, რომ ახალი მარშრუტი კონკურენტი კი არა, შემავსებელი იქნება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ TRIPP-ი არ არის კონკურენტი ჩვენი მარშრუტისთვის. იქნება რეალურად შემავსებელი იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელიც დღეს შუა დერეფანში ფიქსირდება. ჩვენ მთავარია, რომ ბოლომდე მივყვეთ იმ გეგმას, რომელიც გვაქვს დაკავშირებადობის კუთხით დღეს დასახული“.

აღსანიშნავია, რომ „ტრამპის მარშრუტი“ რომლითაც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო, საავტომობილო, გაზისა და ნავთობის მილსადენების, ციფრული ინფრასტრუქტურის [ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალი] განვითარებაა ჩაფიქრებული - ერთგვარი პარალელური გზაა სამხრეთ კავკასიაში საქართველოს გავლით დღემდე მოქმედი ტრადიციული სატრანზიტო გზისა.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.