მოვუწოდებ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნებს, სადაც ეს გასვლიათ - გორდულაძე
არჩილ გორდულაძემ გერმანიის ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც გერმანული ფონდები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო საქმიანობას აჩერებენ. გორდულაძემ ელჩებს მოუწოდა, დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში და მუქარის ტონით საუბარი შეწყვიტონ.

ივანიშვილის წარმომადგენელი, არჩილ გორდულაძე მოუწოდებს ელჩებს, რომ მუქარის ტონით ესუაბრონ იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, სადაც ეს გასდით, საქართველოში კი დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში. ამით ის გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ახალი ელჩის, ბარბარა ფოსის განცხადებას, რომ ოთხივე გერმანული ფონდი, რომელიც საქართველოს და ქართველ ხალხს ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს ევროინტეგრაციის გზაზე, "საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა". ელჩის თქმით, "ეს მოვლენები ასევე აფერხებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს“. კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
გორდულაძე ამბობს, რომ მათ შეეძლოეთ მოეფიქრებინათ სხვა საკითხები და ამასთან დაკავშირებიტ მიემართათ ივანიშვილის მთავრობისთვის გრანტის მისაღებად, თუმცა ასე არ მოიქცნენ.
"ფონდებს რაც შეეხება, ვნახოთ, ვინ არიან ამ ფონდების დამფუძნებლები - ესენი არიან ფონდები, რომლებიც დააფუძნა პოლიტიკურმა პარტიებმა. კი ამბობენ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან და მათ აზრს არ ატარებენ, მაგრამ ეს რამდენად შესაძლებელია რომ დამაჯერებელი იყოს, საზოგადოებამ შეაფასოს. ამის მიუხედავად გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ნებისმიერი გრანტის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, რომ მიმართოს საქართველოს მთავრობას და საქართველოს მთავრობა თუ ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ ასეთი გრანტის გაცემა არის ხელსაყრელი ქართული საზოგადოებისთვის, არ აქვს სუვერენიტეტის შელახვასთან დაკავშირებული რისკები, მაშინ იძლევა თანხმობას, მაგრამ თუ ასეთი თანხმობები არ არის გაცემული, მაშინ ასე თარგმნის გერმანიის ელჩი და ფონდები, რომ თითქოს, მათ საქმიანობის უფლება ეკრძალებათ.
ვინ დაუშალა, რომ სხვა საკითხები მოეფიქრებინათ, სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჰქონოდათ სურვილი, რომ გაეცათ გრანტები და ამით საქართველოს მთავრობისთვის მიემართათ? არც არავის! არ მინდა დავიჯერო, რომ ეს კიდევ ერთხელ გამოყენებული შეიძლება იყოს საქართველოს რეპუტაციის დასაზიანებლად. ყველა ელჩს, მოქმედი იქნება თუ ყოფილი, მოვუწოდებდი, რომ მუქარის ტონით ესაუბრონ იმ ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ეს ყველაფერი გასვლიათ და საქართველოში, კეთილი ინებონ, და დარჩნენ ვენის კონვენციის ჩარჩოებში, რომელიც პირდაპირ ელჩს უკრძალავს მუქარის ტონისა და სიტყვების შემცველ საუბარს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ." - თქვა გორდულაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელის ცნობით, იმის თქმა, რომ ფონდებს არ აქვთ "კარგი საქმის" გაკეთების შესაძლებლობა არასწორია და შეიძლება გამოიყენებულ იყოს საქართველოზე თავდასხმის კიდევ ერთ საფუძვლად.
"ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ ვინმე სადმე დარჩეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ გასცეთ გრანტი, შეათანხმეთ საქართველოს მთავრობასთან. თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად ამ გრანტის გაცემას, შესაბამისად, გექნებათ ამ გრანტის გაცემის შესაძლებლობა. მაგრამ ფონდებს თუ ერთ შემთხვევაში ესირცხვილებათ, ხოლო მეორე შემთხვევაში არ უნდათ, რომ სხვა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად მიმართონ საქართველოს მთავრობას, ეს მათი არჩევანი და მათი გადასაწყვეტია. არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და სხვათა შორის, შავი ფულის შემოტანის მცდელობებსაც. ფონდებს წარსულში აქვთ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, რისთვის მადლობას გადავუხდით, მომავალში თუ ექნებოდათ ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი, რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ, როდესაც ამბობენ, რომ მათ შესაძლებლობა არ აქვთ ამ ყველაფრის გაკეთებისა, ეს არის, მინიმუმ, არასწორი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იყოს ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმის კიდევ ერთ საფუძვლად." - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ოთხი გერმანული ფონდი ორ ათწლეულზე მეტხანს საქმიანობდა - კონრად ადენაუერის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი, ჰაინრიხ ბიოლის ფონდი და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ გრანტების რუსული კანონის გამო, რაც ორგანიზაციებს ვალდებულებას უწესებს, ქართული ოცნებისგან თანხმობა მიიღონ, თბილისის ოფისს ხურავენ კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნიუმანის ფონდები. ორივე ფონდი აცხადებს, რომ პროექტების დაფინანსებისა და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით, განაცხადი წარადგინეს, თუმცა, "საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა, თითოეული პროგრამული კომპონენტი საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს დაქვემდებარებოდა" და ყველა აქტივობა მათთან შეეთანხმებინათ.
ფონდების განმარტებით, მათ სცადეს შეთანხმების მიღწევა, თუმცა, ორივე ორგანიზაციის განაცხადი ხელისუფლებამ 2026 წლის 28 ივლისს უარყო.
"საქმიანობა საქართველოს მთავრობამ შეგვიზღუდა" - ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა
საქართველოში საქმიანობას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდიც წყვეტს
გერმანიის ელჩი: ჩვენი ოთხივე ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქართველოში საქმიანობა
ციტატები სტატიიდან
„ჩვენ ვერავის ვერ დავაძალებთ ვინმე სადმე დარჩეს. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ გაქვთ სურვილი, რომ გასცეთ გრანტი, შეათანხმეთ საქართველოს მთავრობასთან. თუ საქართველოს მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად ამ გრანტის გაცემას, შესაბამისად, გექნებათ ამ გრანტის გაცემის შესაძლებლობა. მაგრამ ფონდებს თუ ერთ შემთხვევაში ესირცხვილებათ, ხოლო მეორე შემთხვევაში არ უნდათ, რომ სხვა გრანტის გაცემაზე თანხმობის მისაღებად მიმართონ საქართველოს მთავრობას, ეს მათი არჩევანი და მათი გადასაწყვეტია. არსებობს ამ ქვეყანაში კანონმდებლობა, რომელზე დამორჩილებაც ყველას ვალია და ასეთი კანონმდებლობა იცავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და სხვათა შორის, შავი ფულის შემოტანის მცდელობებსაც. ფონდებს წარსულში აქვთ ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთებული, რისთვის მადლობას გადავუხდით, მომავალში თუ ექნებოდათ ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი, რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებდნენ ამ ყველაფერს. მაგრამ, როდესაც ამბობენ, რომ მათ შესაძლებლობა არ აქვთ ამ ყველაფრის გაკეთებისა, ეს არის, მინიმუმ, არასწორი ინფორმაცია, რომელიც შემდეგ შეიძლება გამოყენებულ იყოს ისევ და ისევ საქართველოზე თავდასხმის კიდევ ერთ საფუძვლად.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.