ფიფია გეორგიევსკის ბატალიონზე: ვფიქრობ, ახლო მომავალში ბიჭები გვაჩვენებენ რეზულტატს
პუტინისტმა მამუკა ფიფიამ რუსულ პროპაგანდისტულ ეთერში ისაუბრა ე.წ. "გეორგიევსკის" ბატალიონზე, გააგრძელა აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის სტიგმატიზაცია და ბრიტანეთის სანქციები შეაფასა. მან ასევე მოითხოვა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მოკავშირეობა.

პუტინისტმა მამუკა ფიფიამ СОЛОВЬЁВ LIVE-ის ეთერში, პროპაგანდისტი ანდრეი კლინცევიჩის გადაცემაში ილაპარაკა "გეორგიევსკის" ქვედანაყოფზე და გააგრძელა აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის სტიგმატიზაცია.
ფიფია ასევე შეეხო დიდი ბრიტანეთის სანქციებს და თქვა, რომ ამით მას ვერაფერს დააკლებენ.
"ხედავენ ჩვენი გუნდის დიდ აქტიურობას. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დალაგებას... როგორც ჩანს ხედავენ საფრთხეს. უბრალოდ შური იძიეს... ვერანაირ ზიანს ვერ მოგვაყენებენ. აბსოლუტურად ვერანაირს. გავაგრძელებთ, რასაც ვაკეთებდით. ამის გვჯერა. ჩვენი საქმე ჭეშმარიტია და ამას გავაგრძელებთ. ვაკეთებთ იმას, რასაც აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს...
მსურს გადმოგცეთ საჩუქარი გეორგიევსკის ბატალიონისგან. ინტერნაციონალური ბატალიონი... ვფიქრობ, ახლო მომავალში ბიჭები საკუთარ თავზე გამოაცხადებენ და გვაჩვენებენ რეზულტატებს, როგორც იტყვიან ხოლმე. მე სამხედრო თემატიკაში არ ვძვრები. მთხოვეს გადმომეცა მთავარი, ჭეშმარიტი სუვეროველისთვის, მთავარი სამხედრო ანალიტიკოსისთვისა და ექსპერტისთვის. საქართველოში ძალიან სერიოზულად გიყურებენ." - უთხრა ფიფიამ კლინცევიჩს.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც პუტინისტი მამუკა ფიფია ირწმუნება, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის "ინტერნაციონალური" ქვედანაყოფი გეორგიევსკი ახლო მომავალში საკუთარ თავზე გამოაცხადებს. სანქცირებული ფარცხალაძის მიერ გეორგიევსკის ქვედანაყოფის შექმნის შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა. მომდევნო დღეების განმავლობაში რუსული პროპაგანდისტული მედია აქვეყნებდა ფარცხალაძესთან საუბრის ნაწყვეტებს. სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ სივრცეში, პროპაგანდისტული მედიის ცნობის გარდა, ჯერჯერობით არ იძებნება ცნობები, რომელიც მსგავსი ქვედანაყოფის არსებობას ამტკიცებს.
დროშაზე, რომელიც ფიფიამ პროპაგანდისტული გადაცემის ეთერში გაშალა, ჩანს გეორგიევსკის ტრაქტატზე დასმულ ბეჭედზე გამოსახული გერბი, რომელიც ბაგრატიონთა საგვარეულოსა და რუსეთის იმპერიის სიმბოლიკის გაერთიანებაა.
ფიფიას მტკიცებით, თურქეთი და აზერბაიჯანი დიდი ბრიტანეთის "სატელიტები" არიან და საქართველოს ტერიტორიაზე "შეინიშნება სპეკციფიკური ოპერაციები".
"ამჟამად ძალიან მძიმე ვითარებაა. გაუგებარია რა განზრახვები აქვთ ჩვენს მეზობლებს. არსებობს მოსაზრება, რომ მეზობლები ბრიტანეთის სატელიტის პოზიციას იკავებენ... არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ ისინი პირდაპირ სატელიტები გახდნენ, ყველა იმ განზრახვის, რომელიც ბრიტანეთს საქართველოსა და მთელი რეგიონის მიმართ გააჩნია. შეინიშნება სპეციფიკური, ასე ვთქვათ, ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე."
ფიფიამ გააკრიტიკა აზერბაიჯანისსაგარეო უწყების სიტყვები, რომელიც საპატრიარქოს განცხადებას მოჰყვა. მან მადლობა გადაუხადა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას პატრიარქ შიო III-სთან დელეგაციის გამოგზავნისთვის. მისი მტკიცებით, ეს მხარდაჭერის სიგნალი იყო.
"ნუთუ ამის დარეგულირება არ შეიძლება. ხომ ამბობენ, რომ ვართ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ა.შ. ნუთუ ამის მეგობრულად, მეზობლურად მოგვარება არ შეიძლება. რა საჭიროა ასეთი ხისტი განცხადებების გაკეთება საქართველოს პატრიარქის მიმართ. მხარი უნდა დაუჭირონ. ახალი პატრიარქია. ყველანაირად, ასე ვთქვათ, უნდა დაეხმარონ. ამის ნაცვლად უბრალოდ ადგნენ და ძალიან ხისტად უპასუხეს პირადად საქართველოს პატრიარქს. მადლობა ღმერთს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, მხარი დაგვიჭირეს. ვხედავთ, ვგრძნობთ. ძალიან დიდი მადლობა რუსულ მხარეს, რუსეთის პატრიარქს, რომ არსებობს ეს ძმური და თბილი მხარდაჭერა." - თქვა ფიფიამ.
საქნცირებული ფიფიას თქმით, საქართველოს ჯარი ცუდ ვითარებაშია და საჭიროა რუსეთთან მოკავშირეობის მიმართულებით წინსვლა.
"ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა ყველა მხრიდან იქნება, რადგან ამჟამად... თითქოს 34 წელი ვიტრიალეთ... და საბოლოოდ არ გვაქვს არმია... ყველაზე მცირერიცხოვანია, ყველაზე ცუდად შეიარაღებული. არსებობს მრავალი პრობლემა არმიაში - მუდმივი სკანდალები კორუფციაზე და ა.შ. ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები? არ გვესმის. თითქოს ყველასთან ვართ და საბოლოო ჯამში არავისთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ განცხადება, რომ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და იმოძრაოს რუსეთთან მოკავშირეობის მიმართულებით." - თქვა ფიფიამ.
ამავე გადაცემაში ფიფიამ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური უმცირესობის სტიგმატიზაცია და აზერბაიჯანთან დაპირისპირების გაღვივების მცდელობა გააგრძელა.
"მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეშინია, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც სისხლიანი პროვოკაციები, რომლებიც ააწიოკებს დმანისის, ბოლნისისა და გარდაბანის რეგიონებს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები... თითქმის ყველა სახლშია აზერბაიჯანული დროშა და სიგნალის შემთხვევაში შეიძლება ეს აზერბაიჯანული დროშა აღმართონ და თქვან, რომ ახლა ჩვენი პრეზიდენტი ალიევი არის და ეს აზერბაიჯანი არისო. არსებობს ასეთი მოსაზრება, არსებობს ასეთი შიშები, ხალხს ამის ეშინია... ვიმედოვნებ, რომ საქმე აქამდე არ მივა." - თქვა ფიფიამ.
ციტატები სტატიიდან
„ამჟამად ძალიან მძიმე ვითარებაა. გაუგებარია რა განზრახვები აქვთ ჩვენს მეზობლებს. არსებობს მოსაზრება, რომ მეზობლები ბრიტანეთის სატელიტის პოზიციას იკავებენ... არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ ისინი პირდაპირ სატელიტები გახდნენ, ყველა იმ განზრახვის, რომელიც ბრიტანეთს საქართველოსა და მთელი რეგიონის მიმართ გააჩნია. შეინიშნება სპეციფიკური, ასე ვთქვათ, ოპერაციები საქართველოს ტერიტორიაზე.“
„ნუთუ ამის დარეგულირება არ შეიძლება. ხომ ამბობენ, რომ ვართ მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და ა.შ. ნუთუ ამის მეგობრულად, მეზობლურად მოგვარება არ შეიძლება. რა საჭიროა ასეთი ხისტი განცხადებების გაკეთება საქართველოს პატრიარქის მიმართ. მხარი უნდა დაუჭირონ. ახალი პატრიარქია. ყველანაირად, ასე ვთქვათ, უნდა დაეხმარონ. ამის ნაცვლად უბრალოდ ადგნენ და ძალიან ხისტად უპასუხეს პირადად საქართველოს პატრიარქს. მადლობა ღმერთს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, მხარი დაგვიჭირეს. ვხედავთ, ვგრძნობთ. ძალიან დიდი მადლობა რუსულ მხარეს, რუსეთის პატრიარქს, რომ არსებობს ეს ძმური და თბილი მხარდაჭერა.“
„ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერა ყველა მხრიდან იქნება, რადგან ამჟამად... თითქოს 34 წელი ვიტრიალეთ... და საბოლოოდ არ გვაქვს არმია... ყველაზე მცირერიცხოვანია, ყველაზე ცუდად შეიარაღებული. არსებობს მრავალი პრობლემა არმიაში - მუდმივი სკანდალები კორუფციაზე და ა.შ. ვინ არიან ჩვენი მოკავშირეები? არ გვესმის. თითქოს ყველასთან ვართ და საბოლოო ჯამში არავისთან. ამიტომ, რა თქმა უნდა, გავაკეთეთ განცხადება, რომ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა და იმოძრაოს რუსეთთან მოკავშირეობის მიმართულებით.“
„მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ეშინია, რომ შეიძლება მოხდეს რაღაც სისხლიანი პროვოკაციები, რომლებიც ააწიოკებს დმანისის, ბოლნისისა და გარდაბანის რეგიონებს, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები... თითქმის ყველა სახლშია აზერბაიჯანული დროშა და სიგნალის შემთხვევაში შეიძლება ეს აზერბაიჯანული დროშა აღმართონ და თქვან, რომ ახლა ჩვენი პრეზიდენტი ალიევი არის და ეს აზერბაიჯანი არისო. არსებობს ასეთი მოსაზრება, არსებობს ასეთი შიშები, ხალხს ამის ეშინია... ვიმედოვნებ, რომ საქმე აქამდე არ მივა.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.