ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბრიტანეთში ორი ირანელი მიგრანტი ებრაულ თემზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

დიდ ბრიტანეთში მანჩესტერის ებრაული თემის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით ორი ირანელი მიგრანტი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დაკავებულები ტერორისტული აქტების მოსამზადებელ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ბრიტანეთში ორი ირანელი მიგრანტი ებრაულ თემზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს
ბრიტანეთში ორი ირანელი მიგრანტი ებრაულ თემზე თავდასხმის დაგეგმვის ბრალდებით დააკავესტაბულა

გაერთიანებულ სამეფოში ორ ირანელ მიგრანტს მანჩესტერის ებრაული თემის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი. 36 წლის სალამ აჰმადიანი და 34 წლის რაჰმან სალეჰი მანჩესტერში ანტიტერორისტულმა პოლიციამ 20 სექტემბერს - იომ-ქიფურის, ებრაული კალენდრის ყველაზე წმინდა დღის წინა დღეს დააკავა.

მამაკაცებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში არალეგალურად, მცირე ზომის ნავებით ჩავიდნენ 2020 და 2023 წელს, ბრალი ედებათ ტერორისტული აქტების მოსამზადებელ მოქმედებებში მონაწილეობაში. ისინი 3 ოქტომბერს ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

გამოძიების ვარაუდით, ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთი სოლფორდში იმყოფებოდა, მეორე კი - ლივერპულში, თავდასხმასთან დაკავშირებით კონტაქტი ჰქონდა საზღვარგარეთ მყოფ მესამე პირთან. აღნიშნული ადამიანი შესაძლოა, ირანში იმყოფებოდეს.

არსებობდა ეჭვი, რომ სავარაუდო შეთქმულება შესაძლოა დროში დამთხვეოდა ჰიტონ პარკის სინაგოგაზე გასულ წელს მომხდარი ტერაქტის თარიღს. მაშინ თავდასხმას ორი მლოცველი ემსხვერპლა.

გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრის შაბანა მაჰმუდის განცხადებით, ქვეყანა ირანის რეჟიმის მხრიდან სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას.

"ის ფაქტი, რომ ორივე ეჭვმიტანილი რამდენიმე წლის წინ მცირე ზომის ნავით ჩამოვიდა, შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დაუღალავი შრომა ამ ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები შემცირებულია, ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ". - განაცხადა მაჰმუდმა.

ანტიტერორისტული პოლიციის უფროსი ეროვნული კოორდინატორის, ვიკი ევანსის თქმით, ბრალდება ანტიტერორისტული პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ერთობლივი გამოძიების შედეგად გამოიკვეთა.

"ამ გამოძიებამ შესაძლებელი გახადა იმ შეთქმულების აღკვეთა, რომელიც, ჩვენი რწმენით, მანჩესტერის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო: მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას უშუალო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიფხიზლე და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში პოლიციას დაუკავშირდნენ. ეს ასევე ჰიტონ პარკის სინაგოგაზე გასულ წელს მომხდარი გამანადგურებელი ტერაქტის თარიღსა და გაერთიანებულ სამეფოში ანტისემიტური ინციდენტების ზრდის უფრო ფართო კონტექსტს ემთხვევა, ამიტომ კარგად გვესმის, რომ ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს ებრაულ თემში ისედაც მომატებულ შფოთვას“.- განაცხადა ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა ეროვნულმა კოორდინატორმა.

ვიკი ევანსმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარე კვირაში მკაფიოდ გამოიკვეთა გაერთიანებული სამეფოს მიმართ ირანიდან წამოსული საფრთხეები. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ფეირფორდის ბაზის ინციდენტს აღნიშნულ შემთხვევასთან კავშირი არ აქვს, ანტიტერორისტული პოლიცია იყენებს შესაძლებლობების სრულ სპექტრს, რათა გაერთიანებული სამეფო ნებისმიერი მტრული ქმედებისგან დაიცვას.

მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება სისხლის სამართლის პროცესს და მისი დასრულების შემდეგ მიიღებს შესაბამის საიმიგრაციო ზომებს.

მამაკაცებს ბრალი ედებათ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადების დაგეგმვაში, ასევე, პოტენციური სამიზნეების შესწავლასა და დაზვერვაში. გამოძიების მტკიცებით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები, სითხეები, კომპონენტები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად იყო საჭირო.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ის ფაქტი, რომ ორივე ეჭვმიტანილი რამდენიმე წლის წინ მცირე ზომის ნავით ჩამოვიდა, შეხსენებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი დაუღალავი შრომა ამ ქვეყანაში არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები შემცირებულია, ვიცი, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“
შაბანა მაჰმუდი
„ამ გამოძიებამ შესაძლებელი გახადა იმ შეთქმულების აღკვეთა, რომელიც, ჩვენი რწმენით, მანჩესტერის ებრაული თემის წინააღმდეგ იყო მიმართული. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო: მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას უშუალო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, როგორც ყოველთვის, მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიფხიზლე და ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში პოლიციას დაუკავშირდნენ. ეს ასევე ჰიტონ პარკის სინაგოგაზე გასულ წელს მომხდარი გამანადგურებელი ტერაქტის თარიღსა და გაერთიანებულ სამეფოში ანტისემიტური ინციდენტების ზრდის უფრო ფართო კონტექსტს ემთხვევა, ამიტომ კარგად გვესმის, რომ ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს ებრაულ თემში ისედაც მომატებულ შფოთვას“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.