ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება, გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტს ეხმაურება და შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივი, მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება, გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანი
„არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება, გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას“ - მეუფე გიორგი ჯამდელიანიTV პირველი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და შესაბამის უწყებებს საქმის დაუყოვნებლივი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, პატიმრობა ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას არ ნიშნავს და, თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან გვექნება.

მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას. ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვსს.

თითოეული ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავად და პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას. სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს : “საბყრობილესა ვიყავ,და მოხვედით ჩემდა.”(მათე25:36.)ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა თანამოზიარედ აქცევს საზოგადოებას!ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.

თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას.

მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!

ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.

2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა,რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას ან დამალვას!, - წერს სოციალურ ქსელში სასულიერო პირი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საბყრობილესა ვიყავ,და მოხვედით ჩემდა.“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არასამთავრობოები: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობაზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები