ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში, შინდისის გმირის ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მის მშობლიურ ქალაქში მე-4 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა, გაიხსნა მემორიალური დაფა და გაიმართა ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში, შინდისის გმირის ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის" ფარგლებში, შინდისის გმირის ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართარუსთავი 2

ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტ "გმირის დღის“ ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის, შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.

მის მშობლიურ ქალაქ ტყიბულის მე-4 საჯარო სკოლას ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი მიენიჭა და გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია - "ცხარაჯვარიდან შინდისამდე", რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზ ფორჩხიძის გმირობის ისტორიას.

როგორც ღონისძიებაზე ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა სწორედ მსგავს გმირებზე დგას.

"ჩვენ მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს ჩვენი გმირების შესახებ და აუმაღლდეთ ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სიძლიერე და მომავალი", - აცხადებს ტყიბულის მუცინიპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ გაიგოს ჩვენი გმირების შესახებ და აუმაღლდეთ ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამ გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სიძლიერე და მომავალი“
დავით კუბლაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.