ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა - შეფასების შედეგად დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები

საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსში იმყოფებოდა, სადაც სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობა შეაფასა და გადაუდებელი ღონისძიებები დაგეგმა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა - შეფასების შედეგად დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში საერთაშორისო ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა - შეფასების შედეგად დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებებირუსთავი 2

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, ვარძიაში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტი, ინჟინერ-გეოლოგი, პროფესორი კლაუდიო მარგოტინი იმყოფებოდა.

მან შეაფასა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის საკონსერვაციო მდგომარეობა და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად განიხილა ძეგლის სტრუქტურული კვლევებისა და გამაგრებითი ღონისძიებების საჭიროებები.

ვიზიტის ფარგლებში შეფასებული მდგომარეობისა და გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე, დაიგეგმა ძეგლზე განსახორციელებელი გადაუდებელი საკონსერვაციო ღონისძიებები, ასევე განისაზღვრა გრძელვადიანი საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებები.

სამუშაო პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა, სააგენტოს სპეციალისტები და გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სტიქიური პროცესების საინჟინრო გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის სამმართველოს უფროსი, გიორგი გაფრინდაშვილი.

კლაუდიო მარგოტინი 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ვარძიის ქანების სრულმასშტაბიანი დიაგნოსტიკა, მონიტორინგის სისტემების მოწყობა, მაღალი რისკის შემცველ უბნებზე დამცავი ბადეების განთავსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო-გამაგრებითი სამუშაოები.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, ვარძიის კომპლექსი მუდმივად განიცდის ბუნებრივ ეროზიულ პროცესებს და რეგიონის მაღალი სეისმური აქტივობა ძეგლის სტრუქტურულ მთლიანობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ქვათაცვენისა და მეწყრული პროცესების რისკების შემცირების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, ძეგლი საჭიროებს მუდმივ მონიტორინგს, ზედამხედველობასა და შესაბამის საკონსერვაციო ჩარევებს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.