ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

სიკვდილმისჯილი ქალი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია

აშშ-ში, ტენესის შტატში, სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც მას ორი სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს, თუმცა ის გადარჩა. მომხდარის გამო შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა.

სიკვდილმისჯილი ქალი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, კრიტიკულ მდგომარეობაშია
სიკვდილმისჯილი ქალი, რომელსაც ორი სასიკვდილო ინიექცია გაუკეთეს, კრიტიკულ მდგომარეობაშიარუსთავი 2

აშშ-ში, ტენესის შტატში, სიკვდილმისჯილი ქალი კრისტა პაიკი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო დახმარებას იღებს მას შემდეგ, რაც ორი სასიკვდილო ინექცია გადაიტანა, - წერს BBC. მედიის ინფორმაციით, მომხდარის გამო, შტატის გუბერნატორმა წლის ბოლომდე ყველა სიკვდილით დასჯა შეაჩერა.

"ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს ექიმების მკაფიო პროგნოზი ან განახლებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ის ამჟამად ცოცხალია", - განუცხადა მისმა ადვოკატმა, რენდი სპაივიმ ჟურნალისტებს.

მისი ადვოკატები ამჟამად სასჯელის შემსუბუქების შუამდგომლობას ითხოვენ.

50 წლის პაიკს 1996 წელს სიკვდილით დასჯა კოლინ სლემერის მკვლელობისთვის მიესაჯა. მისი ადვოკატების თქმით, ოთხშაბათს მას პენტობარბიტალის ორი სასიკვდილო დოზა გაუკეთეს, თუმცა ის გადარჩა. ამის შემდეგ ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ ეტაპზე, ჩვენ არ გვაქვს ექიმების მკაფიო პროგნოზი ან განახლებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ის ამჟამად ცოცხალია“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.