ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათი ინიციატივით, EPP-მ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო

ევროპული საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ პოლიტიკურ ასამბლეაზე რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა და ანექსიის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო. განცხადების პროექტი პარტიის თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა წარადგინა. EPP გმობს ოკუპაციას, მილიტარიზაციას, ბორდერიზაციას, უკანონო დაკავებებსა და ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, ასევე გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შექმნილი ჩიხის გამო.

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათი ინიციატივით, EPP-მ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო
„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, მათი ინიციატივით, EPP-მ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღოინტერპრესნიუსი

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით, ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის პროცესის შესახებ სპეციალური განცხადება მიიღო. ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, განცხადების პროექტი „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ EPP-ის პოლიტიკურ ასამბლეაზე წარადგინა.

„ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია გმობს რუსეთის მიერ ამ რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, მათ შორის მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს.

ევროპული პოლიტიკური პარტია ევროკავშირსა და ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მტკიცედ დაიცვან არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მაღალ პრიორიტეტად შეინარჩუნონ.

ამასთან, EPP განცხადებაში აღნიშნავს, რომ ღრმად შეშფოთებული არიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შექმნილი ჩიხით და ხაზს უსვამენ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისა და ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებლობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„27 სექტემბერს ჩვენ ვიხსენებთ 1993 წელს სოხუმის დაცემას. პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომის მსხვერპლთა ხსოვნას და სოლიდარობას ვუცხადებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებით განდევნეს საკუთარი სახლებიდან და დღემდე ელიან სამართლიანობის აღდგენასა და დაბრუნების უფლების რეალიზებას.

„ევროპის სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ამ რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, მათ შორის მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს.

ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ 2026 წლის 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ გააჩნია არც ლეგიტიმურობა და არც სამართლებრივი ძალა და ის წარმოადგენს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ მცდელობას, განამტკიცოს კონტროლი და ხელი შეუწყოს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას.

რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია სუვერენული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომლის ყველაზე სასტიკ გამოვლინებას დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი წარმოადგენს.

იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს, ისევე როგორც მათ შთამომავლებს, აქვთ უფლება, ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა უნდა მიეცეთ.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვან არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მაღალ პრიორიტეტად შეინარჩუნონ.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ, აფხაზ და ოს საზოგადოებებს შორის მშვიდობიან შერიგებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებას. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ამ კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შექმნილი ჩიხით და ხაზს ვუსვამთ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისა და ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებლობას.

ევროპის სახალხო პარტია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული და ევროპული მომავალი — ოკუპაციის, იძულებისა და უცხოური ჩარევის გარეშე.

დროის გასვლა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმურობას ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევებს,“ - აღნიშნულია ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ასამბლეის განცხადებაში, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„27 სექტემბერს ჩვენ ვიხსენებთ 1993 წელს სოხუმის დაცემას. პატივს მივაგებთ აფხაზეთის ომის მსხვერპლთა ხსოვნას და სოლიდარობას ვუცხადებთ ასობით ათას ადამიანს, რომლებიც იძულებით განდევნეს საკუთარი სახლებიდან და დღემდე ელიან სამართლიანობის აღდგენასა და დაბრუნების უფლების რეალიზებას. „ევროპის სახალხო პარტია“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ ამ რეგიონების უკანონო ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, მათ შორის მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესს, უკანონო დაკავებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევებს. ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ 2026 წლის 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. აღნიშნულ ე.წ. არჩევნებს არ გააჩნია არც ლეგიტიმურობა და არც სამართლებრივი ძალა და ის წარმოადგენს რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ მცდელობას, განამტკიცოს კონტროლი და ხელი შეუწყოს რეგიონის დე ფაქტო ანექსიას. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოდან და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია სუვერენული მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილია, რომლის ყველაზე სასტიკ გამოვლინებას დღეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი წარმოადგენს. იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს, ისევე როგორც მათ შთამომავლებს, აქვთ უფლება, ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შეუფერხებელი წვდომა უნდა მიეცეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირსა და ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვან არაღიარების პოლიტიკა და საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში კვლავ მაღალ პრიორიტეტად შეინარჩუნონ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ, აფხაზ და ოს საზოგადოებებს შორის მშვიდობიან შერიგებასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელებას. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმნიშვნელოვანესია ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ამ კონფლიქტების მშვიდობიანი და მდგრადი გადაწყვეტისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად. ჩვენ ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შექმნილი ჩიხით და ხაზს ვუსვამთ ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისა და ევროპულ გზაზე წინსვლის აუცილებლობას. ევროპის სახალხო პარტია ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული და ევროპული მომავალი — ოკუპაციის, იძულებისა და უცხოური ჩარევის გარეშე. დროის გასვლა ვერ მიანიჭებს ლეგიტიმურობას ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებასა და საერთაშორისო სამართლის დარღვევებს,“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.