ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური საკუთარი თანამესაკნის - რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის ადვოკატი, ბექა გულედანი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის თანამესაკნის, რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურება. უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი რუსეთში სასამართლოს მიერ არის გაწირული და ის ალექსეი ნავალნის ბედს გაიზიარებს.

ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური საკუთარი თანამესაკნის - რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურება
ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაური საკუთარი თანამესაკნის - რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის რუსეთში მოსალოდნელ ექსტრადიციას ეხმაურებაინტერპრესნიუსი

ჯაშუშობაში ბრალდებული ჟურნალისტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი, რუსეთის მოქალაქე მიხეილ ტიმოფეევის ექსტრადიციასთან დაკავშირებით უძილაურის პოზიციას ავრცელებს.

ადვოკატის ცნობით, გიორგი უძილაურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, აჯანყებული გუბერნატორის სერგეი ფურგალის თანაშემწე, პოლიტპატიმარი მიხეილ ტიმოფეევი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, საკანში უძულაურთან ერთად ზის. ბექა გულედანის ცნობითვე, უძილაური ამბობს, რომ ტიმოფეევი განწირულია ალექსეი ნავალნის ბედის გაზიარებისთვის.

“გიორგი უძილაურის თქმით, ქართულმა სასამართლომ კვლავ გადაწყვიტა არ გაეღიზიანებინა ოკუპანტი და ოპოზიციონერი პუტინისათვის გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებს ეწინააღმდეგება და ინტერპოლმა რუსეთის მიერ ძებნაგამოცხადებული ტიმოფეევი ძებნიდან მოხსნა. უძილაურის ცნობით, ქართულმა სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთიდან მიღებული გარანტიები, მაშინ როცა 2022 წლიდან რუსეთი აღარ არის ევროპული კონვენციის მონაწილე, რუსეთი გამოსულია წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან და მასზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაც არ ვრცელდება.

გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი ფაქტიურად განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის. ევროპელებს უარი ეთქვათ საქართველოდან რუსეთში აქამდე ექსტრადირებულთა მონახულებაზე და ამის შესახებ იცის საქართველოს სასამართლომ და მაინც სწირავს მორიგ მსხვერპლს პუტინს“, - აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.

ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ ტიმოფეევის სასიკვდილოდ გაწირვის დეტალები, ისევე როგორც უახლესი წარსულის და დღევანდელობის მოქმედი და ყოფილი ცნობილი ქართველის განსხვავებული რაკურსები, აისახება წიგნში, რომელსაც უძილაური ციხეში წერს. ის ამბობს, რომ არ გამოტოვებს არც მტერს და არც თანამოაზრეს, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქართველოს უახლეს ისტორიასა და მის ბრძოლაზე.

გიორგი უძილაურის თქმით, ტიმოფეევი თანამესაკნეების თვალწინ ოჯახს გამოსამშვიდობებელ წერილს წერს და ემშვიდობება ყველას, თუმცა ამ ადამიანის ამჟამინდელ განცდებსა და იმედგაცრუებაზე არანაკლებ დამთრგუნველია სირცხვილში გაზავებული უსუსურობის შეგრძნება.

უძილაური ამბობს, რომ უსუსურობაა, როცა განწირულ პოლიტპატიმარს ვერაფრით ეხმარები და სირცხვილია, როცა იმ ოკუპირებულ ქვეყანას წარმოადგენ, რომელმაც ოკუპანტს სტუმარი აჩუქა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გიორგი უძილაურის თქმით, ქართულმა სასამართლომ კვლავ გადაწყვიტა არ გაეღიზიანებინა ოკუპანტი და ოპოზიციონერი პუტინისათვის გადაეცა, მიუხედავად იმისა, რომ ამით სასამართლო ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებს ეწინააღმდეგება და ინტერპოლმა რუსეთის მიერ ძებნაგამოცხადებული ტიმოფეევი ძებნიდან მოხსნა. უძილაურის ცნობით, ქართულმა სასამართლომ დამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსეთიდან მიღებული გარანტიები, მაშინ როცა 2022 წლიდან რუსეთი აღარ არის ევროპული კონვენციის მონაწილე, რუსეთი გამოსულია წამების საწინააღმდეგო კონვენციიდან და მასზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს იურისდიქციაც არ ვრცელდება. გიორგი უძილაური აცხადებს, რომ ტიმოფეევი ფაქტიურად განწირულია ნავალნის ბედის გაზიარებისთვის. ევროპელებს უარი ეთქვათ საქართველოდან რუსეთში აქამდე ექსტრადირებულთა მონახულებაზე და ამის შესახებ იცის საქართველოს სასამართლომ და მაინც სწირავს მორიგ მსხვერპლს პუტინს“
ბექა გულედანი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.