ადვოკატი: გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
ადვოკატ მჭედლიშვილის განცხადებით, გაეროს კომიტეტმა საქართველოს ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია აუკრძალა. გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება, რომელმაც ის უნდა გაითვალისწინოს. მანამდე თბილისის საქალაქო და უზენაესმა სასამართლოებმა ექსტრადიცია დასაშვებად ცნეს.

მჭედლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება და სახელმწიფომ ის უნდა გაითვალისწინოს.
„გაეროს კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა შეჩერდეს ყველა პროცედურა - როგორც ექსტრადიცია, ისე დეპორტაცია - სანამ საქმის განხილვა კომიტეტში არ დასრულდება“, - ამბობს მჭედლიშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო, 18 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.
რადიო თავისუფლება სამინისტროს დაუკავშირდა ტიმოფეევის საქმეზე უწყების პოზიციის გასაგებად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ციტატები სტატიიდან
„გაეროს კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა შეჩერდეს ყველა პროცედურა - როგორც ექსტრადიცია, ისე დეპორტაცია - სანამ საქმის განხილვა კომიტეტში არ დასრულდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…