ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკავშირი შეიძლება, თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან გადაიქცეს კავშირად, სადაც გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ქვეყნების აზრი აღარ ჩაითვლება მნიშვნელოვნად
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროკავშირში კრიზისია და დიდი ქვეყნები ცდილობენ მიიღონ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღებაზე, რამაც შესაძლოა პატარა ქვეყნების ინტერესები დააკნინოს.

ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვეტოს მექანიზმის დაძლევის მიღების შემდეგ ევროკავშირში უმრავლესობას და ძირითადად დიდ ქვეყნებს აბსოლუტური უფლება ექნებათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
„ევროკავშირი ნელ-ნელა თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან, შეიძლება, ერთგვარ კავშირად გადაიქცეს, სადაც გადაწყვეტილების მიღების დროს პატარა ქვეყნების ან ერთი ქვეყნის აზრი აღარ ჩაითვალოს მნიშვნელოვნად. პირველი ჩამონათვალი, რასაც შეიძლება, ეს ეხებოდეს, არის გაფართოების, უსაფრთხოების, ფინანსური და საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა ის ძირითადი თემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნისთვის რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ყოფნის დროს, აღარ იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნის ინტერესზეც. უმრავლესობას და ძირითადად დიდ ქვეყნებს აბსოლუტური უფლება ექნებათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.
ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების და ახალი წევრები ან მცირე სახელმწიფოები უნდა იყვნენ დიდი ქვეყნების, ან ძველი სახელმწიფოების გადაწყვეტილების ფარვატერში დამდგარი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ციტატები სტატიიდან
„ევროკავშირი ნელ-ნელა თანაბარ სახელმწიფოთა კავშირიდან, შეიძლება, ერთგვარ კავშირად გადაიქცეს, სადაც გადაწყვეტილების მიღების დროს პატარა ქვეყნების ან ერთი ქვეყნის აზრი აღარ ჩაითვალოს მნიშვნელოვნად. პირველი ჩამონათვალი, რასაც შეიძლება, ეს ეხებოდეს, არის გაფართოების, უსაფრთხოების, ფინანსური და საგარეო პოლიტიკის საკითხები. ყველა ის ძირითადი თემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნისთვის რაიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ყოფნის დროს, აღარ იქნება დამოკიდებული სხვა ქვეყნის ინტერესზეც. უმრავლესობას და ძირითადად დიდ ქვეყნებს აბსოლუტური უფლება ექნებათ, ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში დიდი კრიზისია და ამ კრიზისის დაძლევის გზად მიჩნეული აქვთ, დიდ ქვეყნებს, ანუ, კავშირის ძველ წევრებს ჰქონდეთ ექსკლუზიური უფლება გადაწყვეტილებების მიღების და ახალი წევრები ან მცირე სახელმწიფოები უნდა იყვნენ დიდი ქვეყნების, ან ძველი სახელმწიფოების გადაწყვეტილების ფარვატერში დამდგარი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.