მაშველებმა მესტიაში დაშავებული ადამიანი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს • POSTV
სვანეთში, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში დაშავებული ტურისტი მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და კლინიკაში გადაანაწილეს.

სვანეთში, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული ადამიანი მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112-ში” შემოსული ინფორმაცით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული ადამიანი ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.