მაშველებმა მესტიაში დაშავებული პიროვნება ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიაში, მდინარე არშირას მიმდებარედ ალპურ ზონაში მყოფი სამი ტურისტიდან ერთ-ერთმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და გადაადგილება ვეღარ შეძლო. მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის გამოყენებით დაშავებული უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს და კლინიკაში გადასაყვანად ქუთაისში ჩაიყვანეს.

მესტიიდან, მდინარე არშირას მიმდებარედ, ალპურ ზონაში მყოფი დაშავებული პიროვნება მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციით, სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი სალაშქროდ გადაადგილდებოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ქვედა კიდურის დაზიანება მიიღო და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.
"დაშავებულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო სამაშველო ოპერაციის დაგეგმვა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაშავებული პიროვნება ვერტმფრენის საშუალებით ჩაიყვანეს ქუთაისში, საიდანაც მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…