საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის “Pacific Council”-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ის “Pacific Council”-ის დელეგაციას შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი აშშ-ის “Pacific Council”-ის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე.
„ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და მის მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ციტატები სტატიიდან
„ხაზი გაესვა საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს და მის მნიშვნელობას ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…