ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკავშირმა დაამტკიცა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესის შემცველი 5 პროექტი

ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ხუთი თავდაცვითი პროექტი ევროპის თავდაცვითი მზადყოფნისა და სამრეწველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად. პროექტები მოიცავს დრონების და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, საზღვაო და წყალქვეშა თავდაცვას, კოსმოსურ, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას, აგრეთვე ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას.

ევროკავშირმა დაამტკიცა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესის შემცველი 5 პროექტი
ევროკავშირმა დაამტკიცა თავდაცვის სფეროში საერთო ინტერესის შემცველი 5 პროექტირადიო თავისუფლება

28 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა “ევროპის საერთო ინტერესის თავდაცვითი პროექტები“ (EDPC) ევროპის თავდაცვითი მზადყოფნისა და სამრეწველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტების ფარგლებში ევროპის ქვეყნები ერთად განავითარებენ კრიტიკულ შესაძლებლობებს: დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს, საზღვაოსნო და წყალქვეშა თავდაცვას, კოსმოსურ, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას და ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას.

საერთო ინტერესის მქონე პროექტები “ევროპის თავდაცვითი მრეწველობის პროგრამამ” (EDIP) წარმოადგინა 2025 წელს. ახლა შეირჩა პირველი 5 პროექტი, რომელიც მიიღებს ევროკავშირის დაფინანსებას EDIP-ის ხაზით. შემდგომში კი შესაძლებელი იქნება მსგავსი პროექტების „ევროპის კონკურენტულობის ფონდიდან“ დაფინანსება.

ევროკავშირი აცხადებს, რომ დამტკიცებული პროექტები გულისხმობს პრაქტიკულ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. გარდა ამისა აღნიშნავს:

“ჩვენს პარტნიორებთან - ნორვეგიასა და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვდგამთ გადამწყვეტ ნაბიჯებს კოსმოსის, ჩვენი საჰაერო სივრცეების, ზღვების, წყალქვეშა კაბელებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად”.

გამოვლენილი ხუთი პროექტის ჩამონათვალი და მოკლე აღწერა:

დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო ევროპული გადაწყვეტა (DECODER): ეს პროექტი დაეხმარება ევროპის ქვეყნებს შექმნას, გააუმჯობესოს და განათავსოს დრონები და მტრის დრონების შესაკავებელი ტექნოლოგია, მონაცილე ქვეყნებში კრიტიკულ შესაძლებლობებში არსებული სიცარიელეების შესავსებად;

ზღვისა და ზღვის ფსკერის ინტეგრირებული დაცვა (IMSD): პროექტი შექმნის ურთიერთთავსებად თავდაცვით სისტემას, რომელიც მონაწილე ქვეყნებს მისცემს შესაძლებლობას გამოავლინოს, შეაკავოს და უპასუხოს ზღვასა და ზღვის ფსკერზე არსებულ საფრთხეებს;

კოსმოსი (SPACE): პროექტი გააძლიერებს ეროპის კოსმოსურ შესაძლებლობებს რამდენიმე კრიტიკულ სფეროში. ესენია: წინასწარი გაფრთხილების სატელიტები რაკეტის გაშვების ამოსაცნობად, სატელიტური კომუნიკაციისთვის, დაზვერვისთვის, თვალთვალისთვის, აგრეთვე სისტემების ზუსტი პოზიციონირებისა და დროის განსასაზღვრად. პროექტი აგრეთვე გააუმჯობესებს შესაძლებლობებს სანავიგაციო ომისთვის და საჭიროების შემთხვევაში, შემცვლელი სატელიტის სწრაფად გაშვებისთვის;

ევროკავშირის ფედერალიზებული ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვა, მათ შორის ადრეული გაფრთხილება (EU-FIAMD): პროექტი წევრ ქვეყნებს უზრუნველჰყოფს კოლექტიური და ეფექტურად ინტეგრირებული საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვით - მათ შორის მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ადრეული გაფრთხილებითა და კოორდინირებული სამეთაურო სისტემით;

აღმოსავლეთ ფლანგის გუშაგი (EFW): პროექტი გააძლიერებს უსაფრთხოებას მონაწილე ქვეყნების აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ და დაფარავს ხმელეთს, ცას, ზღვას, კიბერსივრცეს და სხვა განზომილებებს, მათი მთელი ტერიტორიის დაცვისა და თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერების მიზნით.

2026 წლის 16 თებერვალს ევროკომისია გამოვიდა ევროპის თავდაცვის სფეროში სავარაუდო პროექტებზე ინტერესთა გამოხატვისკენ მოწოდებით. წარმოდგენილი იყო 9 საპროექტო წინადადება.

2026 წლის 3 ივლისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და “ევროპის თავდაცვის სააგენტოს” თვალსაზრისის გათვალისწინებით, კომისიამ რეკომენდაცია გაუწია 5 პროექტს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროპის თავდაცვითი მზადყოფნის ხელშემწყობ საკანონმდებლო ცვლილებებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები