ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ამბროლაურში, საჭიდაო დარბაზს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცა

ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროქართული ოცნება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცათ. ღონისძიებას ორგანიზაციის ლიდერები და სპორტსმენები ესწრებოდნენ.

ამბროლაურში, საჭიდაო დარბაზს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცა
ამბროლაურში, საჭიდაო დარბაზს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული ინვენტარი გადაეცარუსთავი 2

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჭიდაო დარბაზს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ინვენტარი გადაეცა.

ჭრებალოს საჭიდაო სკოლაში რამდენიმე ათეული მოზარდი ემზადება. მათ მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე ავარჯიშებს.

ახალგაზრდებს დღეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრაზე როდესაც ვიმყოფებოდით რაჭაში, საკითხი შეეხებოდა სპორტული ინვენტარით აღჭურვას და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს უკვე რაჭველ ახალგაზრდებთან ერთად ვიმყოფებით რაჭაში და დაკმაყოფილებულ იქნა მათი საჭიროებები. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვხედავ, თაობას, რომელმაც ღირსეულად უნდა გააგრძელოს ჩვენი ქვეყნის ისტორია და მე მინდა წარმატებები ვუსურვო მათ.

ჩვენი პირობა, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებოდით და მათი ხელშეწყობა და მათთან კომუნიკაცია უშუალოდ გაგრძელდებოდა - ვხედავთ, რომ აქ ვართ და ჩვენ არაერთხელ დავბრუნდებით აქაც და ყველგან აბსოლუტურად, სადაც ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა.

გენო პეტრიაშვილის განცხადებით, სპორტული ინვენტარი ახალგაზრდებს ძალიან გამოადგებათ.

"ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი შეხვედრა იყო ამ ამბროლაურში, სოფელ ჭრებალოში. დღეს ჩვენმა გუნდმა ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს სპორტული ინვენტარი აჩუქა, ჩამოუტანა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან გამოადგებათ ქართველ სპორტსმენებს, ჩვენს მოჭიდავეებს," - აღნიშნა ოლიმპიური ჩემპიონმა თავისუფალ ჭიდაობაში, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, გენო პეტრიაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.