ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი პატიმრობაში გაუშვეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსაქართველოს პროკურატურატვ პირველი

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერს, დავით ჯაფაროვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი არასრულწლოვანზე არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობისა და ორგანიზებისთვის ედება.

ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი პატიმრობაში გაუშვეს
ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი პატიმრობაში გაუშვესTV პირველი

ფაშისტური დაჯგუფების ლიდერს, დავით ჯაფაროვს, აღკვეთის ღონისძიებისსახით, პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსმართლემ, ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.

პატიმრობას სხდომათა დარბაზში საქართველოს პროკურატურა ითხოვდა.

ჯაფაროვს ბრალი არასრულწლოვანზე არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობის და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაზე წაუყენეს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, პროცესზე ბარალდებულმა სიტყვით ისარგებლა - დავით ჯაფაროვი ირწმუნებოდა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულს დანაშაულის ჩადენის თარიღებად მითითებულ დროს საერთოდ არ იცნობდა. მისი განმარტებით ამის დასადასტურებლად საკმარისი იქნება, თუ პროკურატურა ანძების ჩანაწერებს გადაამოწმებს.

ჯაფაროვის მტკიცებით, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირთან 2023 წელს მას არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და რომ ის 2024 წელს გაიცნო.

გამოძიების თანახმად, 2023 წელს, „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად, არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.

სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.