ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

“ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს“ – ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ, გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ გაეცნო ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებს. მისი თქმით, მიუხედავად არასრულწლოვანი ფიგურანტების დაკავებისა, სამართლიანობა სრულად მაშინ აღდგება, როდესაც საქმის ჩაფარცხვაში მონაწილე პირები და ექიმებიც საბრალდებო სკამზე დასხდებიან.

“ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს“ – ეკა კუპატაძე
“ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს“ – ეკა კუპატაძეალია

“დღეს ვნა­ხე ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის მი­მო­წე­რებ­ში: ჩვე­ნი ტა­სუ­ნა წუხს, რა­ტომ არ არის ორ­სუ­ლად, თო­რემ ვერ და­ი­ჭერ­დნენ მის შეყ­ვა­რე­ბულს, მე­გო­ბა­რი ეუბ­ნე­ბა: იქ­ნებ რამე “იჩა­ლი­ჩოთ” და ცი­ხე­ში შეხ­ვი­დეო. ასეთ არას­რულ­წლოვ­ნებ­თან მაქვს საქ­მე” – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მას ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის დე­დას­თა­ნაც აქვს ყო­ველ­დღი­უ­რი მი­მო­წე­რა.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­კა­ვე­ბუ­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

“ცალ­სა­ხად ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა არას­რულ­წლო­ვა­ნი ფი­გუ­რან­ტი და­კა­ვე­ბუ­ლია, მა­ინც გა­მო­ყო­ფი­ლია საქ­მე და გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ამ ეტაპ­ზე არც მე მო­ვი­აზ­რებ და არც პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ი­აზ­რებს სხვა რო­მე­ლი­მე არას­რულ­წლო­ვანს. გი­გას მკვლე­ლო­ბა­ში უშუ­ა­ლოდ ფი­გუ­რან­ტე­ბი ვინც იყ­ვნენ, ყვე­ლა ზის სკამ­ზე, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

საბ­რალ­დე­ბო სკა­მი ელო­დე­ბა იმ პი­რებს, ვინც ჩა­ფარ­ცხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. იცის მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ, რომ რომ არა მკვლე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა და რომ არა ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ ამ საქ­მის მოქ­ცე­ვა, გი­გას მკვლე­ლე­ბი­დან ახლა მხო­ლოდ ალექ­სან­დრე გა­ბაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბო­და და­ჭე­რი­ლი და ალ­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­საც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ყვე­ლა, ვინც საქ­მის ჩა­ფარ­ცხვა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, დაჯ­დე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე და ექი­მე­ბიც დას­ხდე­ბი­ან საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე. როცა ვახ­სე­ნებ ექი­მებს, მე ყო­ველ­თვის ვამ­ბობ იმას, რომ გი­გას არ ჰქონ­და სი­ცო­ცხლის შან­სი. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში პირ­და­პირ გვი­წე­რია, რომ მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი პირ­და­პირ დარ­ტყმა იყო და ამან გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, გიგა ავა­ლი­ა­ნი არ გა­დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ ვსა­უბ­რობ იმი­ტომ, რომ იგი­ვე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის პი­რო­ბებ­ში სხვა პა­ცი­ენ­ტი, ვი­საც ექ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის შან­სი, ვერ გა­დარ­ჩე­ბო­და. მე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ძა­ლი­ან დიდი ვალი მაქვს და ეს ვალი ამით მა­ინც უნდა გა­და­ვუ­ხა­დო, რომ ის ექი­მე­ბი, ვინც გიგა ავა­ლი­ა­ნი მი­ი­ღო, ჩა­მო­ვა­შო­რო სა­მუ­და­მოდ სა­მე­დი­ცი­ნო მი­მარ­თუ­ლე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დღეს ვნახე ანასტასია ბერუაშვილის მიმოწერებში: ჩვენი ტასუნა წუხს, რატომ არ არის ორსულად, თორემ ვერ დაიჭერდნენ მის შეყვარებულს, მეგობარი ეუბნება: იქნებ რამე “იჩალიჩოთ” და ციხეში შეხვიდეო. ასეთ არასრულწლოვნებთან მაქვს საქმე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.