ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ინგა გუდაძე მუსიკოს "კორძის" დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება მუსიკოს „კორძის“ დედის, თამრიკო კორძაიას ვიდეომიმართვას და აკრიტიკებს მას შვილის საქციელის გამო.

ინგა გუდაძე მუსიკოს "კორძის" დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?
ინგა გუდაძე მუსიკოს "კორძის" დედას: თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?რუსთავი 2

ხელოვნებათმცოდნე ინგა გუდაძე მუსიკოს „კორძის“ დედას, თამრიკო კორძაიას სოციალურ ქსელში მიმართავს.

ხელოვნებათმცოდნე მუსიკოსის დედის ვიდეო მიმართვას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი არა მხოლოდ დედა-შვილი არიან, არამედ ერთად მუშაობენ და ფიქრობენ მუსიკაზე.

მისივე თქმით, გაუმართლებელია შეფასება, თითქოს „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინურ რეპრესიებს უტოლდება.

"მოგმართავთ თქვენ, ოლე ოლას დედავ !

შეწუხდით? გეტკინათ? განიცადეთ?

თქვენი შვილი სხვების დედებს რომ აგინებდა, რას აკეთებდით? რას? დახშული გქონდათ ყურები თუ ეთანხმებოდით? ალბათ, ეთანხმებოდით კიდეც — თქვენისთანა ოჯახისგან რა არის გასაკვირი?!

გამოვიდა ახლა ეს არარაობა და ჩვენ გვმოძღვრავს, თურმე „კორძის“ აუგად მოხსენიება სტალინური რეპრესიები ყოფილა… ქალოოო!

მილიონ ორასი ათასზე მეტ ქართველს გვაგინა შენმა შვილმა და პასუხიც არ უნდა გავცეთ?

ამასაც დედა ჰქვია და ირინა ენუქიძესაც?

ტფუი!

არა, რა… აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა ამათი ბოგინისგან. თავზე თუ მოგვაჯდნენ, უკან არაფერზე დაიხევენ.“- წერს ინგა გუდაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.