საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა, რომელშიც საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ძალების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობამ სნაიპერის საერთაშორისო კურსი ჩაატარა. ქართველმა ინსტრუქტორებმა საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის სპეციალური ძალების წარმომადგენლები მოამზადეს.
ორი კვირის განმავლობაში, კურსანტებმა რთული რელიეფის პირობებში სხვადასხვა დისტანციიდან საცეცხლე სავარჯიშოები შეასრულეს და შორ მანძილზე სროლის უნარები დახვეწეს.
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.