სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა
სოფელ კასრისწყალში ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის შუალედური არჩევნების კანდიდატის წარდგენა გაიმართა. ირაკლი ქადაგიშვილმა და პლატონ კალმახელიძემ ადგილობრივებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს. შეხვედრაზე მოსახლეობის საჭიროებებზე და მათ მოგვარებაზე იმსჯელეს. შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.

სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
სოფელ კასრისწყალში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და უახლოეს პერიოდში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.