ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პოლიციელებმა და “ოცნების” აქტივისტებმა ერთმანეთი სცემეს – ნაცემია “გამშველებელიც”

ქართული ოცნება

დაბა ჩოხატაურში, რესტორნების მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად დააკავეს ორი ადამიანი, ხოლო რამდენიმე პოლიციელი, მათ შორის ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე, ნაცემია.

პოლიციელებმა და “ოცნების” აქტივისტებმა ერთმანეთი სცემეს – ნაცემია “გამშველებელიც”
პოლიციელებმა და “ოცნების” აქტივისტებმა ერთმანეთი სცემეს – ნაცემია “გამშველებელიც”ალია

ორი ადამიანი დააკავეს, წუხელ, დაბა ჩოხატაურში, ჩოხატაურის პოლიციის თანამშრომლების ამირან ადეიშვილისა და გიორგი გაგუა სასტიკად ცემის გამო; ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

მედიის ცნობით, ნაცემია ასევე, ჩოხატაურის პოლიციის უფროსის მოადგილე – ლევან ვარშალომიძე; რომელიც ადგილზე თანამშრომლების დასახმარებლად მივიდა;

ნაცემი პოლიციელები ჩოხატაურის ერთ ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულნი, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება;

ფიზიკური დაპირისპირება წუხელ დაბა ჩოხატაურში, რესტორნების “ტერასასა” და “ამბაკოს დუქანის” შესასვლელთან მოხდა, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “ამბაკოს დუქანში” მოქეიფე “ქართული ოცნების” აქტივისტები და რესტორან “ტერასაში” მოქეიფე პოლიციელები;;

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.