ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე გვარამიას განცხადების შესახებ: „აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიკა გვარამიას განცხადება მოღალატეობრივად შეაფასა. კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება მხოლოდ მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით უნდა მოხდეს.

კახა კალაძე გვარამიას განცხადების შესახებ: „აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური
კახა კალაძე გვარამიას განცხადების შესახებ: „აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკურიPOSTV

„ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვით, საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.

კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.

„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებითა და გაძლიერებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა“
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებითა და გაძლიერებით“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ნიკა გვარამია – ჩვენ გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა და ვერ დაველოდებით, ვის ვინ შეუყვარდება, უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი ისე, რომ ერთმანეთის გარეშე მომავალი თაობები ვერ ცხოვრობდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები