კახა კალაძე – ნიკა გვარამია მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით უნდა მოხდეს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიკა გვარამიას განცხადებები მოღალატეობრივად შეაფასა და აღნიშნა, რომ აფხაზებთან და ოსებთან გაერთიანება მხოლოდ მშვიდობითა და ეკონომიკური განვითარებით უნდა მოხდეს. თავის მხრივ, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მხარეებს შორის მტრობა არსებობს.

ნიკა გვარამია ბოლო პერიოდში მოღალატეობრივი განცხადებებით გამოირჩევა, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ საქართველოს გაერთიანების საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს.
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „აფხაზებს არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები, ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები და მტრობა ვერ შეიცვლება სიყვარულით, ეს არსად მომხდარა“.
ციტატები სტატიიდან
„გვარამიამ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა მსგავსი განცხადება, ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაზე. პარალელებს ავლებდა ყარაბაღთან და სომხეთთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი დამოკიდებულება ასეთია – ჩვენი პოლიტიკით, ქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევძლოთ აფხაზებთან და ოსებთან თანაცხოვრება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ეკონომიკური განვითარებით და გაძლიერებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.