ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად

ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა შეაფასა და მას შთამბეჭდავი უწოდა. მისი თქმით, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საშინაო და საგარეო პრიორიტეტებზე, ტერიტორიულ ოკუპაციაზე, ეკონომიკურ პროგრესსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად
ლადო სადღობელაშვილი: შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე - დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო, რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავადრუსთავი 2

ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

სადღობელაშილი საუბრობს იმ ძირითად საკვანძო საკითხებზე, რომლებიც პრემიერის გაეროში სიტყვის გამოსვლისას გამოიკვეთა და აცხადებს, რომ დღევანდელობაში ცოტა ქვეყანა თუ მოიძებნება საქართველოს მსგავსი, რომელიც "ასეთი წარმატებული და პროგრესირებადია" მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად.

"ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. მან რამდენიმე საკვანძო მიმართულებას გაუსვა ხაზი, რომლებიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პრიორიტეტებს ასახავს:

- პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-იან ოკუპაციასა და დევნილთა პრობლემატიკაზე. ამასთან, გაჟღერდა პირდაპირი მიმართვა აფხაზი და ოსი დებისა და ძმებისადმი, საერთო ისტორიაზე, ნდობის აღდგენასა და იმ სიკეთეების გაზიარებაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მოაქვს.

- შეფასდა საქართველოს სტრატეგიული როლი ევროპასა და აზიას შორის. საუბარი შეეხო მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , კერძოდ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რკინიგზის მოდერნიზაციას, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს. აღინიშნა, რომ 2032 წლამდე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება.

- ხაზგასმით აღინიშნა ბოლო წლების მაღალი ეკონომიკური ზრდა და სიღარიბის მაჩვენებლის 7.1%-მდე შემცირება. გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ტრანსფორმაცია მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად.

- გამოსვლის ფინალური აქცენტი გაკეთდა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე, სუვერენულ თანასწორობასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!!!

თამამად შეიძლება ითქვას რომ დღეს დედამიწის ზურგზე ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სახელმწიფო რომელიც ასე წარმატებული და პროგრესირებადია მსოფლიო იმპერიალისტური გამოწვევების მიუხედავად. ეს დასაფასებელია!“ - წერს სადღობელაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.