ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

17 წლის რუსმა მოციგურავემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო

17 წლის რუსმა მოციგურავემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო. 24 სექტემბერს მან მოკლე პროგრამაში 66,52 ქულა მიიღო და 26 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. ბათუმის ტურნირზე გოგონათა შორის საქართველოს ქეთევან მახარაძე წარადგენს.

17 წლის რუსმა მოციგურავემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო
17 წლის რუსმა მოციგურავემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყორადიო თავისუფლება

24 სექტემბერს ნიკოლაევმა მოკლე პროგრამაში 66,52 ქულა მიიღო და 26 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. 86,19 ქულით იაპონელი სენა ტაკაჰაში ლიდერობს. საბოლოო შედეგი თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვლინდება.

ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა.

ბათუმის ტურნირზე გოგონათა შორის საქართველოს ქეთევან მახარაძე წარადგენს.

აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელით იასპარეზებს რუსეთიდან გადმოსული სპორტული წყვილიც, ზლატა კამალოვა და დანიილ პანოვი.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ბოლო წლებში რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია. მისი წევრების ძირითადი ნაწილი რუსეთში ვარჯიშობს. მათ შორის არიან რუსეთში დაბადებული ქართველები, ასევე რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრები.

მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი, მოუტანეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.