ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თბილისში იმსჯელეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემების ინტეგრაციასა და თურქეთის ქსელთან...

სემეკი

თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის კულუარებში, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემების ინტეგრაციისა და თურქეთის ქსელთან დაკავშირების საკითხები განიხილეს. შეხვედრას მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

თბილისში იმსჯელეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემების ინტეგრაციასა და თურქეთის ქსელთან...
თბილისში იმსჯელეს სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ენერგოსისტემების ინტეგრაციასა და თურქეთის ქსელთან...რადიო თავისუფლება

ეს ინფორმაცია 23 სექტემბერს გაავრცელა სომხეთის „საზოგადოებრივი სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ“ (PSRC).

მხარეების შეხვედრა გაიმართა თბილისში, ენერგეტიკის რეგულირების მე-9 მსოფლიო ფორუმის კულუარებში - ფორუმისა, რომელიც საქართველოში წელს პირველად გაიმართა.

ვინ ესწრებოდა

ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარე დავით ნარმანია;

სომხეთის „საზოგადოებრივი მომსახურებების მარეგულირებელი კომისიის“ (PRSC) თავმჯდომარე მესროპ მესროპიანი;

აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტოს (AERA) საბჭოს თავმჯდომარე სამირ ახუნდოვი;

ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს პრეზიდენტი პედრო ვერდელი;

ასევე, ევროკავშირისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) საერთო პროექტის, EU4Energy-ის წარმომადგენლები.

რა განიხილეს

სომხური მხარის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს:

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგოსისტემების ურთიერთინტეგრაციისა და რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები;

ასევე, რეგიონის ენერგოსისტემების თურქეთის ენერგეტიკულ სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ბოლო პერიოდში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ უთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები ერთმანეთთან დაკავშირებას „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში გეგმავენ.

23 სექტემბერს აშშ-მა გამოაცხადა „საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) განხორციელების მომდევნო ეტაპზე გადასვლა - სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებთან ერთად.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.