ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ესკალაციის მომზადებაა - ელენე ხოშტარია

ქართული ოცნება

პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და შალვა პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტს ესკალაციის მომზადებად აფასებს. მისი თქმით, ეს მიზნად ისახავს ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტის ევროკავშირისთვის ბრალდებას და პროტესტის არიდებას. ხოშტარია საზოგადოებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს მოსალოდნელი ესკალაციისა და შემოდგომისთვის დაგეგმილი პროტესტებისთვის მზადებისკენ მოუწოდებს.

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ესკალაციის მომზადებაა - ელენე ხოშტარია
პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი ესკალაციის მომზადებაა - ელენე ხოშტარიაTV პირველი

“დროას“პატიმრობაში მყფოი ლიდერი, ელენ ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს და შალვა პაპუაშვილის ევროპასი ვიზიტს ეხმაურება.

როგორც ხოშტარია წერს, ეს არა ევროკავშირთან დალაგების სურვილი, არამედ ესკალაზიის მომზადებაა.

პაპუაშვილის ევროპაში ვიზიტი უკავშირდება არა ევროკავშირთან რაიმე დალაგების სურვილს, არამედ ეს არის ესკალაციის მომზადება. ნათელია, რომ მათ ორი ამოცანა აქვთ:

1. ევროკავშირთან ურთიერთობის შეწყვეტა, დაბრალდეს ევროკავშირს და 2. ხალხისგან, მათ შორის, საკუთარი ამომრჩევლისგან არ მიიღონ პროტესტი.

აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ემსახურება მხოლოდ იმას, რომ მერე ჩამოვიდნენ და თქვან, აი, ყველაფერი გავაკეთეთ. რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ, რომ მათ იციან, ევროკავშირიდან ამ შემოდგომაზე იქნება სერიოზული გადაწყვეტილებები, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოყვება.

ამიტომ, ესეც, ერთი მხრივ, ქართული ოცნების ცუდ დღეში ყოფნის მაჩვენებელია და, მეორე მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ, საზოგადოება, არ მოვექცეთ მათი მანიპულაციის და ხრიკების გავლენის ქვეშ და ვიყოთ მზად ამ ესკალაციის ეტაპისთვის. ვიყოთ მზად, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებებისთვის, ასევე ოცნების პროპაგანდისტული, ტყუილზე დაფუძნებული მოქმედებებისთვის და შესაძლოა, რეპრესიების გამკაცრებისთვისაც.

მზადყოფნა ნიშნავს, წინასწარ, ყველა საპროტესტო ჯგუფის კომუნიკაციას გარკვეული სცენარების განსახილველად. კომუნიკაცია, როგორც ოპოზიციურ, ისე აქტივისტურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. აუცილებელია სხვადასხვა ვარიანტის განხილვა და ქმედებების დაგეგმვა.

ამ შემოდგომას დიდი ანტი-რუსული აქცია არის გარდაუვალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთისთვის საჩვენებლად, - წერს ხოშტარია.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.