ნიკოლოზ სამხარაძე – ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე სექტა აღმატებულ ხარისხში ნათქვამია, რადგან სექტას რაღაც რწმენა მაინც ამოძრავებს
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე „სექტის“ წოდებაც კი აღმატებულია, რადგან მათ არანაირი რწმენა არ ამოძრავებთ გარდა ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის შექმნისა.

ვფიქრობ, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე სექტა აღმატებულ ხარისხში ნათქვამია, რადგან სექტას რაღაც რწმენა მაინც ამოძრავებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც აქციების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
სამხარაძის თქმით, ადამიანების მიზანია, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია შექმნან.
„არ ვიცი, ამ ადამიანებს საერთოდ რა ამოძრავებთ გარდა იმისა, რომ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და სიძულვილის ენით ილაპარაკონ. მგონი, ეს ერთადერთია, რაც მათ ამოძრავებთ“, – აღნიშნა სამხარაძემ.
ციტატები სტატიიდან
„არ ვიცი, ამ ადამიანებს საერთოდ რა ამოძრავებთ გარდა იმისა, რომ ქვეყანას პრობლემები შეუქმნან, ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და სიძულვილის ენით ილაპარაკონ. მგონი, ეს ერთადერთია, რაც მათ ამოძრავებთ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.