"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო
ქობულეთის მე-6 საბავშვო ბაღის სიახლოვეს სროლა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძემ განახორციელა, თუმცა იგი ბრალდებას უარყოფს. ბაღის დირექტორი ლია გოგიტიძე ადასტურებს, რომ სროლის ხმა გაიგეს, თუმცა აცხადებს, რომ ინციდენტი ბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა.

"პირველების" ინფორმაციით, ქობულეთის მეექვსე ბაღის წინ სროლა იყო - როგორც "ტვ პირველს" ეუბნებიან, წყალსადენის შენობის ეზოდან წყალსადენის დირექტორმა სულხან გვარჯალაძე სამი გასროლა განახორციელა.
სულხან გვარჯალაძე ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მას არ უსვრია.
მე გასული ვიყავი, არა რა მისვრია, რას ლაპარაკობთ. დამირეკეს კი მეც და რავიცი ტყეეა, მონადირეები დადიან"- ეუბნება სულხან გვარჯალაძე "ტვ პირველს"
სროლის შესახებ ინფორმაციას "პირველებს" ბაღის დირექტორი, ლია გოგიტიძეც უდასტურებს, თუმცა ირწმუნება, რომ გასროლა ბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
სროლა იყო, ხმა გავიგეთ და გამოვედით, თუმცა აქეთ არ ყოფილა, ჰაერში იყო, პოლიციაში დასარეკი არ იყო თორემ დავრეკავდი", - ამბობს დირექტორი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…