ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აუცილებლად ნახავს სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში - დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება რეგიონული და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ერთადერთი სწორი ფორმაა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აუცილებლად ნახავს სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში - დავით მათიკაშვილი
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა აუცილებლად ნახავს სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში - დავით მათიკაშვილირუსთავი 2

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპელ პარტნიორებთან დიალოგი და ურთიერთობების ნორმალიზება არის ერთადერთი სწორი ფორმა არსებული რეგიონული თუ გლობალური გამოწვევების საპასუხოდ.

"ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის ლაიტმოტივი ვიზიტისა, რაც გულისხმობს საქართველოსა და ლუქსემბურგს, საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ურთიერთობის ნორმალიზებას, დიალოგს, როგორც ერთადერთ სწორ ფორმას ურთიერთობისა იმ გამოწვევებს, რომელიც გააჩნია საქართველოს რეგიონული მასშტაბით, ასევე, დღევანდელი მსოფლიოს იმ გამოწვევების ფონზე, რაც უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით არსებობს.

ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. აქ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეიდან ლუქსემბურგში ოფიციალურ შეხვედრებს იწყებს.

დაგეგმილია შალვა პაპუაშვილისა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

ქართული საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან, ასევე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ის ლაიტმოტივი ვიზიტისა, რაც გულისხმობს საქართველოსა და ლუქსემბურგს, საქართველოსა და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ურთიერთობის ნორმალიზებას, დიალოგს, როგორც ერთადერთ სწორ ფორმას ურთიერთობისა იმ გამოწვევებს, რომელიც გააჩნია საქართველოს რეგიონული მასშტაბით, ასევე, დღევანდელი მსოფლიოს იმ გამოწვევების ფონზე, რაც უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით არსებობს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ქართული სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების სწორი, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად ნახავს იმ სწორ გზას გაგებისა და აღქმისა ევროკავშირის ქვეყნებში. აქ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ლუქსემბურგი იქნება მხარდამჭერი და გამჟღერებელი იმ ხმისა, რომელიც საქართველოდან მომდინარეობს,“
დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ყოველთვის მზად ვართ, საჯაროდ, ღიად განვიხილოთ ყველა პრობლემური და მნიშვნელოვანი საკითხი ბრიუსელთან ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები