ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე, რომელიც ევროსაბჭოს ბახმაროს სემინარის გამო აკრიტიკებდა, ალან ბერსეს შეხვდა

საქართველოს მთავრობა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ალან ბერსეს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს ბახმაროს სემინარის გამო აკრიტიკებდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მაშინ როცა შიდა პოლიტიკაში დაპირისპირება მოჰყვა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის საქმიანობას და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მის შესწავლას.

კობახიძე, რომელიც ევროსაბჭოს ბახმაროს სემინარის გამო აკრიტიკებდა, ალან ბერსეს შეხვდა
კობახიძე, რომელიც ევროსაბჭოს ბახმაროს სემინარის გამო აკრიტიკებდა, ალან ბერსეს შეხვდარადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან პრემიერის მორიგი შეხვედრა 23 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის კულუარებში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში არაფერია ნათქვამი ამ საკითხთან დაკავშირებით, - ნახსენებია თბილისის მზაობა „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის“.

„ნაყოფიერი თანამშრომლობა“

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას“.

„აღინიშნა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით“, - წერია 23 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე წყაროს თანახმად, ირაკლი კობახიძემ „კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპის საბჭოს პრინციპებისადმი ერთგულება“.

მან თქვა, რომ „საქართველო მომავალშიც შეუწყობს ხელს დიალოგსა და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“.

„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

კრიტიკა ახვლედიანთან თანამშრომლობის გამო

შეხვედრამდე 2 დღით ადრე, 21 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაცხადა, რომ შეისწავლის „თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ (TSPS) მიერ „გრანტის მიღებას“ ევროსაბჭოსგან.

თუმცა ევროსაბჭო გრანტის გაცემას უარყოფს და ამბობს, რომ ყოფილი პოლიტიკოსის, არმაზ ახვლედიანის ორგანიზაცია, - TSPS-ი, - სემინარის მხოლოდ მასპინძელი იყო.

22 სექტემბერს ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ეს სემინარი გაიმართა ევროსაბჭოს „საქართველოს 2024–2027 წლების სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, ეს სამოქმედო გეგმა კი, საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად მომზადდა.

ირაკლი კობახიძემ 18 სექტემბერს ამ საკითხზე „შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“ დააანონსა, „თუ საბოლოოდ დადგინდება, რომ დარღვეულია „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა“.

„აშკარად ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე“, - თქვა მან და განაცხადა, რომ „საქართველოს კანონმდებლობას ... ყველამ უნდა სცეს პატივი“.

პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 18 სექტემბერს არმაზ ახვლედიანს უწოდა „რადიკალი პოლიტიკოსი“ და განაცხადა:

„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი“;

„აფინანსებენ ... რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ“.

ამ განცხადებების შემდეგ, TSPS-ის არაერთმა კურსდამთავრებულმა და საჯარო ფიგურამ გამოხატა მხარდაჭერა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აშკარად ჩანს, რომ, სავარაუდოდ, ამასთან გვაქვს საქმე“
„ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური შინაარსის მქონე პროექტი და სემინარი“
„აფინანსებენ ... რომ შემდეგ ადამიანებს თავიანთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით ტვინი გამოურეცხონ“
„ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპის საბჭოსთან კონსტრუქციულ დიალოგს და მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ორგანიზაციასთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები