ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში

სემეკი

გიორგი აბაშიშვილმა, „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯებია. მისი თქმით, ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ გამოსვლა რუსეთის ინტერესებს ემსახურება და „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ მიმართული კამპანიაც სწორედ ამას უკავშირდებოდა.

გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში
გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაშიიმედინიუსი

ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად არის საქართველოსა და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.

მან ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვერანაირი სათანადო ეკონომიკური უზრუნველყოფა ქვეყანას ვერ ექნება, თუ არ ექნება შესაბამისი ენერგეტიკული პოლიტიკა. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ენერგეტიკოსის დღეზე საქართველოს პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა და მათ ძალიან ნათელი მიზანი ჩამოაყალიბეს - ხედვა, რომ 2036 წლისთვის საქართველო თვითკმარი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ ამისთვის ყველა ნაბიჯია გადადგმული. მსგავსი რეფორმები, რომლებიც დღეს ენერგეტიკის სექტორში ტარდება, არასდროს განხორციელებულა. განსაკუთრებით, ეს არის ინვესტორებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, დასაქმების ზრდას, მოქალაქეების კეთილდღეობასა და ენერგოუსაფრთხოებას.

ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში. ჩვენ ევროკავშირთან მიმართებით შავი ზღვის კაბელი გაგვყავს, ანუ ევროპასთან ერთად ვქმნით დამატებით ენერგოუსაფრთხოების სისტემას. ამ გზას მივყვებით, ეს არის ჩვენი გზა და თუ ვინმე დღეს ენერგოობიექტებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?! ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ და არა შაბლონური ფრაზებით. ნამახვანის პროექტის შემთხვევაში ეს იყო კარგად დაფინანსებული კამპანია, რელიგიიდან დაწყებული, ლგბტ თემის ჩათვლით ყველაფერი გამოიყენეს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვერანაირი სათანადო ეკონომიკური უზრუნველყოფა ქვეყანას ვერ ექნება, თუ არ ექნება შესაბამისი ენერგეტიკული პოლიტიკა. ცოტა ხნის წინ ვნახეთ ენერგეტიკოსის დღეზე საქართველოს პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის გამოსვლა და მათ ძალიან ნათელი მიზანი ჩამოაყალიბეს - ხედვა, რომ 2036 წლისთვის საქართველო თვითკმარი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ ამისთვის ყველა ნაბიჯია გადადგმული. მსგავსი რეფორმები, რომლებიც დღეს ენერგეტიკის სექტორში ტარდება, არასდროს განხორციელებულა. განსაკუთრებით, ეს არის ინვესტორებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები, რაც ნიშნავს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, დასაქმების ზრდას, მოქალაქეების კეთილდღეობასა და ენერგოუსაფრთხოებას. ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში. ჩვენ ევროკავშირთან მიმართებით შავი ზღვის კაბელი გაგვყავს, ანუ ევროპასთან ერთად ვქმნით დამატებით ენერგოუსაფრთხოების სისტემას. ამ გზას მივყვებით, ეს არის ჩვენი გზა და თუ ვინმე დღეს ენერგოობიექტებს ეწინააღმდეგება, ეწინააღმდეგება თუ არა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას?! ფაქტებით უნდა ვილაპარაკოთ და არა შაბლონური ფრაზებით. ნამახვანის პროექტის შემთხვევაში ეს იყო კარგად დაფინანსებული კამპანია, რელიგიიდან დაწყებული, ლგბტ თემის ჩათვლით ყველაფერი გამოიყენეს“
გიორგი აბაშიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.